მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უცნაური შემთხვევა: კაცმა საუკუნის წინანდელ ფოტოზე „საკუთარი თავი“ აღმოაჩინა

CC0 / Pixabay / ძველი წიგნები და ფოტოები
ძველი წიგნები და ფოტოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა კაცმა საუკუნეზე მეტი ხნის წინ გადაღებულ ფოტოზე საკუთარი ორეული იპოვა - იგივე ვარცხნილობით, სახის ოვალით, ცხვირის ფორმითა და ტანსაცმლის სტილითაც კი

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ახალგაზრდა კაცმა თავისი ორეული აღმოაჩინა ფოტოზე, რომელიც 1905 წელსაა გადაღებული, იუწყება გამოცემა The Mirror–ი.

​გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ სტოპკორტის (დიდი ბრიტანეთი) მკვიდრმა, 24 წლის მაიკლ კოროპიცმა, რომელიც ვიქტორიანული ეპოქითაა გატაცებული, მეგობრებისგან ფოტო მიიღო. ფოტოზე გამოსახული იყო ახალგაზრდა კაცი მეუღლესთან ერთად, რომელიც ძალიან ჰგავდა მაიკლს.

„გავოგნდი, როცა გავიაზრე, რომ ეს მე არ ვიყავი. ჩვენ ერთნაირი ვარცხნილობა, სახის ოვალი, ცხვირის ფორმა და სამოსის სტილი გვაქვს“, — ამბობს კოროპიცი.

მაიკლი ინტერნეტში დიდხანს ეძებდა ინფორმაციას სურათის შესახებ და ბოლოს დაადგინა, რომ ფოტო 1905 წელსაა გადაღებული.

ახალგაზრდა კაცი ახლა უკვე დარწმუნებულია, რომ მისი ვიქტორიანული ეპოქით გატაცება შემთხვევითი არ არის და ეს ინტერესი მის წინა ცხოვრებას უკავშირდება.

  • „მე ბევრი მიწოდებს დროში მოგზაურს და ახლა აღარც ვიცი, როგორ ვირეაგირო ამაზე“, — ამბობს მაიკლი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, როდესაც ბრიტანელმა ქალმა საკუთარი ორეული XIX საუკუნის ჩეროკის ტომის ინდიელთა შორის აღმოაჩინა. ახლა მისი ოჯახი დნმ–ანალიზის ჩატარებას გეგმავს, რათა დაადგინონ, ჰყავთ თუ არა მათ ნათესავები ინდიელთა შორის.

 

ყველა ახალი ამბავი
0