საპარლამენტო არჩევნები: ცესკომ კიდევ ექვსი პარტია დაარეგისტრირა

© ЦИКცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო სუბიექტების საბოლოო სია ხმის მიცემამდე 30 დღით ადრე გახდება ცნობილი

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) კიდევ ექვსი პარტია დაარეგისტრირა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ნათქვამია ცესკოს საიტზე გამოქვეყნებულ მასალებში.

მიეცი ხმა - Sputnik საქართველო
ხვალ რომ არჩევნების დღე იყოს?!..ანუ ვის მისცემდი ნეტავ?!

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერსაა დანიშნული.

ცესკოს მონაცემების თანახმად, 29 ივლისის საღამოსთვის რეგისტრაცია გავლილი აქვთ შემდეგ პარტიებს: „პროგრესი და თავისუფლება“, „მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო“, „საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია“, „ქართული ფესვები“ და „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“. „სახალხო მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატები“. 

ცენტრალური საარჩევნო კომისია განაცხადებს არასაპარლამენტო პარტიებისგან 15 ივლისამდე იღებდა. სულ რეგისტრაციაზე განაცხადი 68 პარტიამ წარადგინა. დღეისათვის რეგისტრაცია გავლილი აქვს 33–ს, ხოლო 11–ს უარი ეთქვა.

საპარლამენტო პარტიებისთვის განაცხადების მიღების ვადა არჩევნებამდე 57 დღით ადრე იწურება.

საარჩევნო სუბიექტების საბოლოო სია ხმის მიცემამდე 30 დღით ადრე გახდება ცნობილი. მანამდე იმ პარტიებმა, რომლებმაც 15 ათასი ხმის მირება ვერ შეძლეს ბოლო არცევნებზე, ცესკოს 5 ატასი მხარდამჭერის სია უნდა წარუდგინონ. დანარჩენები რეგისტრაციას ავტომატურად გადიან.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0