ადიდებულმა მდინარემ რაჭაში გზა გაანადგურა - ვიდეო

გამოწერა
რაჭაში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა, რის გამოც დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და გზები. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდედოში სტიქიური უბედურების კადრები

ადიდებულმა მდინარეებმა მიმდებარე ტერიტორიები დატბორა, ჯამში 12 სოფელი, რომლებშიც დაახლოებით ორი ათასი ადამიანი ცხოვრობს. სოფლები ამ დროისათვის გარესამყაროს მოწყვეტილია. სოფელი გლოლადან სასაზღვრო ვერტმფრენის საშუალებით 30 ადამიანის ევაკუაცია მოხდა, მათ შორის სამი ბავშვი იყო. ევაკუირებულთა ნაწილი სოფელში სტუმრად იმყოფებოდა.

წყალდიდობის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. სტიქიური უბედურების ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა - ექსკავატორები და ბულდოზერები. ასობით ოჯახი წყალმომარაგების გარეშე დარჩა, ამიტომ მათთან სასმელი წყალი სპეციალური რეზერვუარებით მიაქვთ.

ყველა ახალი ამბავი
0