კრისტი ყიფშიძის განუმორებელი გარეგნობა და ბუნებრივი სილამაზე გულგრილს არავის დატოვებს. მოდელის გენეტიკური სილამაზე თვალშისაცემია. ძველი და ახალი ფოტოების შედარებისას, მარტივად მიხვდებით, რომ ყიფშიძეების ყოფილი რძალი პლასტიკური ქირურგიის მოყვარული არ არის. როგორც ჩანს, ის ესთეტიკური ცენტრების ხშირი მომხმარებელიც არ არის. თინეიჯერობის ასაკის სურათსა და დღევანდელს შორის დიდი განსხვავება არ შეიმჩნევა. თავად შეაფასეთ, ჰგავს თუ არა თინეიჯერი კრისტი 42 წლის კრისტის?
აღსანიშნავია, რომ გამოცდილ მოდელ მრავალფეროვანი და ტრენდული გარდერობი აქვს. სიფრიფანა კაბები, საღამოს ულამაზესი ტანისამოსი, ე.წ „Casual–ყოველდღიური“ სტილი ამშვენებს მის ტანს. ქართველ ვარსკვლავებს შორის კრისტი გემოვნებიანი ჩაცმულობით გამოირჩევა.
გამომწვევი ულტრამოდური ვარდისფერი საცურაო კოსტიუმის გარდა, კრისტი ჩვეულებრივ შავ ბიკინიშიც არაჩვეულებრივად და თვალისმომჭრელად გამოიყურება. ის ზაფხულის დღეებს ქალიშვილთან ერთად ატარებს და ფოტოსესიებს აწყობს. დედა-შვილს წლის ტენდენციური „ლუქები“ არასდროს ავიწყდებათ. „ფოლოვერებს“ ჩაცმის განსაკუთრებულ ვარიანტებს უზიარებს. კრისტი იმ ქალბატონებისთვისაა სამაგალითო, რომელთა ასაკი 40 წელს აღემატება, ამიტომ მისი სხეული მუდმივი განხილვის საგანია.
View this post on Instagram
მსახიობი გიორგი ყიფშიძე კრისტი ყიფშიძეზე ადრეულ ასაკში დაქორწინდა. თბილისში გაზრდილი სომხური წარმომავლობის მოდელი უცხო გარეგნობით გამოირჩევა. მას ხშირად ესპანელ მსახიობს პენელოპა კრუზს ადარებენ. წყვილს ერთი ქალიშვილი ნატალია ყიფშიძე ჰყავს, რომელმაც სკოლა ახლახან დაამთავრა და მომავალი ციფრულ მედიას დაუკავშირა. 1994 წლიდან ქართული პოდიუმის უცვლელი სახე კრისტი ყიფშიძე 42 წლის ასაკშიც არაჩვეულებრივად გამოიყურება და სარეკლამო ფოტოსესიებსა თუ ქართული დიზაინერების ჩვენებებში დღემდე აქტიურად მონაწილეობს.