სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორი თანამდებობას ტოვებს

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ოცნება
ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალექსანდრე მოწერელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მმართველმა პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიულმა საქართველომ“ დაასახელა

 

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik.  ალექსანდრე მოწერელია 1 აგვისტოდან სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის გუბერტნატორის უფლებოსილებას იხსნის და წინასაარჩევნო კამპანიაში ერთვება – იგი პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატად წარადგინეს. 

ქართული ოცნების დროშა - Sputnik საქართველო
„ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა

როგორც ჯერ კიდევ მოქმედმა გუბერნატორმა ჟურნალისტებთან განაცხადა, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება მან გუშინ დაწერა.

ალექსანდრე მოწერელია სპეციალობით ინჟინერ–ფიზიკოსია. სხვადასხვა წლებში მუშაობდა სხვადასხვა სახელწიფო დაწესებულებებში. გუბერნატორის პოსტი 2018 წლის აგვისტოდან უკავია.

სამშაბათს მოწერელიამ საზოგადოებას რეგიონში ორი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

ალექსანდრე მოწერელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“  მაჟორიტარ კანდიდატად მარტვილი–აბაშა–ჩხოროწყუ–წალენჯიხის საარჩევნო ოლქში დაასახელა.

რეგიონის გუნერბატორის მოვალეობას, ახალი გუბერნატოსი დანიშვნამდე, მისი პირველი მოადგილე მალხაზ თორია შეასრულებს.

ყველა ახალი ამბავი
0