ცაგარელი: ამ კვირიდან ადამიანები ზეემოციურები გახდებიან და საკუთარ თავს ვერ ფლობენ

© Sputnik / Levan Avlabreliმიხეილ ცაგარელი
მიხეილ ცაგარელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე საუბრობს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
ცაგარელი: ამ კვირიდან ადამიანები ზეემოციურები გახდებიან და საკუთარ თავს ვერ ფლობენ
„დღეიდან დედამიწა შევიდა უარყოფით ენერგოველში, ხედავთ უკვე რა ხდება, მომატებული ჩხუბები, მკვლელობები, წინ გვაქვს აგვისტო და მშობლებს ვთხოვ და მოვუწოდებ, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ შვილებისადმი. ეს გაგრძელდება 7 სექტემბრამდე. თავი შორს დაიჭირეთ ალკოჰოლური სასმელებისგან, ნარკოტიკული ნაერთებისგან და მაქსიმალურად ფრთხილად იყავით საჭესთან“, – ამბობს მიხეილ ცაგარელი.

ასტროლოგის თქმით, ამ კვირიდან ადამიანებში მატულობს აგრესია და განსაკუთრებით უნდა მოვერიდოთ კონფლიქტებს, ჩხუბს, საქმეების გარჩევებს და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0