თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. დედოფლისწყაროელი ორი მოზარდი სამართალდამცველებმა თბილისში იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
დედოფლისწყაროელი 11 და 14 წლის ბიჭები სახლიდან გუშინ, 27 ივლისს გავიდნენ და აღარ დაბრუნებულან. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდები ერთ-ერთის ბიძის მოსანახულებლად დედაქალაქში ოჯახებისგან ფარულად გაემგზავრნენ. პოლიციამ მათი სამძებრო სამუშაოები დღეს დაიწყო.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოზარდი თბილისში, ისნის რაიონში იპოვეს, მეორე კი - ლილოს ბაზრობაზე.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.