რამდენად უსაფრთხოა წელს ზღვასა და აუზზე სიარული: გადადის თუ არა კორონავირუსი წყლით

© photo: Pixabay / fancycrave1საცურაო აუზი
საცურაო აუზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაფხულის დადგომასთან ერთად უამრავ ადამიანს გაუჩნდა კითხვა, კორონავირუსის პირობებში, შეძლებენ თუ არა ზღვასა და საცურაო აუზებზე წასვლას და რამდენად უსაფრთხო იქნება ეს.

შევეცდებით, სწორედ ამ კითხვაზე გაგცეთ პასუხი და სპეციალსტების მოსაზრებები და რეკომენდაციები გაგაცნოთ.

ივლისის თვეში ჯანდაცვის სამინისტრომ ღია, ასევე  დახურული ტიპის აუზების, საუნებისა და აბანოებისთვის სპეციალური რეკომენდაციები დაამტკიცა. რეკომენდაციის თანახმადაც, ყველა ტიპის აუზზე შეზლონგებს შორის ორ მეტრიანი დისტანციის დაცვაა საჭირო. ამასთან, შეზლონგი გამოყენებამდე და ყოველი გამოყენების შემდგომ უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით. აღნიშნული ობიექტების ტერიტორიაზე არსებულ დახურულ სივრცეებში მომხმარებელი ნიღბის გარეშე არ დაიშვება.

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
ფიტნეს–ცენტრების და საცურაო აუზების გახსნა საფრთხეს არ შეიცავს: ეპიდემიოლოგის განმარტება

ასევე, საცურაო აუზების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს წყლის ხარისხის ლაბორატორიული კონტროლი. აბანოებსა და საუნებში უნდა მოეწყოს საშხაპეები, რომელთა დეზინფექცია უნდა მოხდეს ორ საათში ერთხელ.

აუზებზე აკრძალულია შეზლოგნებისთვის განკუთვნილი რბილი, შეწოვადი გადასაფარებლების გამოყენება.  მოხმარებლისათვის განკუთვნილი უნდა იყოს ინდივიდუალური პირსახოცი - ერთჯერადი შეფუთვით. გამოყენების შემდეგ, პირსახოცებს აგროვებს პერსონალი და ანთავსებს ერთჯერად პარკში, შემდეგ კი სპეციალურად გამოყოფილ კონტეინერში.

რაც შეეხება პერსონალს, ის აღჭურვილი უნდა იყოს ხელთათმანებით, ნიღბით, სპეცფეხსაცმლითა და ხალათით.

ბავშვები ზღვაზე - Sputnik საქართველო
როგორ შევარჩიოთ კურორტი ბავშვისთვის – პედიატრის რჩევები

თუ აუზი ღია სივრცეშია განთავსებული, დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ ღია სივრცეებში კორონავირუსის გავრცელების ალბათობა გაცილებით დაბალია, ვიდრე დახურულ შენობებში. შესაბამისად, თუ ღია აუზზე აპირებთ ბანაობას, მაშინ სანერვიულო ნაკლებად გაქვთ.

თუ აუზზე წყლის დეზინფექცია ქლორის შემცველი პრეპარატებით ხდება, ვირუსის იქ არსებობის კიდევ უფრო ნაკლები შანსია, ვინაიდან, როგორც ინფექციური დაავადებების ექსპერტი, ამეშ ადალია ამბობს, კორონავირუსი ქლორის შემცველ წყალში ნადგურდება. მისივე ინფორმაციით,  საცურაო აუზებში რისკი არა წყალში ყოფნისას, არამედ აუზიდან ამოსვლისას უფროა. შესაძლოა ადამიანების ჯგუფურად თავყრილობამ და საერთო ზედაპირებზე შეხებამ (მაგალითად, გამოსაცვლელ ოთახში) ხელი შეუწყოს ვირუსის გავრცელებას.

რაც შეეხება ზღვას, ამ შემთხვევაში ბევრად კარგად გვაქვს საქმე. სპეციალისტების აზრით, ზღვა სრულიად უსაფრთხოა და  კორონავირუსი ზღვაში არ ვრცელდება.

კურორტი დედაქალაქში: რა ხდება თბილისის ზღვაზე – ფოტო - Sputnik საქართველო
კურორტი დედაქალაქში: რა ხდება თბილისის ზღვაზე – ფოტო

„ზღვა სრულიად უსაფრთხოა. ჯერ არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რომ ზღვიდან ადამიანს კორონავირუსი გადასდებოდა. რაც შეეხება, აუზს, როგორც ვიცი, უტარდება დეზინფექცია და დასუფთავება, ხოლო ეს ვირუსი ადვილად ემორჩილება დეზინფექტანტებს. აქ სხვა რამაა საყურადღებო. ზღვასა და აუზზე რამდენად მოხერხდება ფიზიკური დისტანციის დაცვა. ზღვიდან ვირუსი შესაძლოა ადამიანს არ გადაედოს, მაგრამ თუ სანაპიროზე სხვა იქნება ინფიცირებული და მასთან ორ მეტრზე ახლო კონტაქტი ექნება, თეორიულად შესაძლებელია, რომ ადამიანიდან ადამიანს გადაედოს. თუმცა, მსოფლიოში კორონავირუსის წყლიდან გადაცემის არც ერთი შემთხვევა არაა დადასტურებული“, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.

როგორც ჩანს აუზზე და ზღვაში ბანაობა საფრთხეს არ გვიქმნის, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კორონავირუსი რესპირატორული დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პირიდან და ცხვირიდან გამოყოფილი წვეთებით ვრცელდება ჰაერში. ამიტომ აუცილებელია დავიცვათ ელემენტარული ჰიგიენის ნორმები და სოციალური დისტანცია. ბევრი რამ სწორედ პირად პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

ყველა ახალი ამბავი
0