წვიმა, სეტყვა, წყალდიდობა, შტორმი – ამინდი უახლოეს დღეებში საქართველოში

გამოწერა
ხან მზე, ხან წვიმა, ხან ქარი, ხანდახან კი ყველაფერი ერთად – არამდგრადი ამინდი საქართველოში რამდენიმე დღე შენარჩუნდება.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოში კვლავ ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი – სინოპტიკოსები 30 ივლისამდე ტემპერატურის შედარებით შემცირებასა და წვიმას ვარაუდობენ, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„28 ივლისს, დღის ბოლოდან 30 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა", – აღნიშნულია განცხადებაში.

უხვმა ნალექმა ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება შეიძლება გამოიწვიოს. სინოპტიკოსები ასევე გვაფრთხილებენ, რომ ძლიერი წვიმების გამო მოსალოდნელია მდინარეების დონის მატება.

ყველა ახალი ამბავი
0