სვანეთში დაკარგული 13 წლის ბიჭის დედა საქართველოში ჩამოვიდა

© photo: Sputnik / Nika Latariaპოლიციის შენობა მესტიაში
პოლიციის შენობა მესტიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის ქალი თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფება და PCR-ტესტის შედეგებს ელოდება. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ის სვანეთში გაემგზავრება

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ყაზახეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ნიდერლანდებში საქართველოს საკონსულოების ხელშეწყობით სვანეთში დაკარგული 13 წლის ბიჭის დედა ქსენია ფილფანი საქართველოში გადმოფრინდა. ქსენია ფილფანს Sputnik-საქართველო ესაუბრა.

ილია ფილფანი სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ 18 ივლისს, დილით გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. მისი დაკარგვის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 19 ივლისს შევიდა. ბოლოს ილია სოფელ ლენჯერში ნახეს.

მეტეხის ხიდზე ადამიანები სეირნობენ - Sputnik საქართველო
წავიდა და არ დაბრუნებულა: რამდენი ადამიანი დაიკარგა საქართველოში წლის დასაწყისიდან

ქსენია საქართველოში ამსტერდამის გავლით ტრანზიტული რეისით ჩამოფრინდა. ამჟამად ქალი თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფება და PCR-ტესტის შედეგებს ელოდება. თუ შედეგი უარყოფითი იქნება, მას სვანეთში გამგზავრების ნებას მისცემენ, რათა შვილის ძებნაში მონაწილეობა მიიღოს.

„PCR-ტესტის ჩაბარება ყოველ 72 საათში ერთხელ მომიწევს, ალბათ ზუგდიდში სიარული მომიწევს. ჯერჯერობით არ ვიცი“, - ამბობს ქალი.

ბიჭს უკვე შავი ზღვის სანაპიროზე ეძებენ - ურეკში და ანაკლიაში. ზღვისპირა კურორტებზე მოზარდის ძებნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბიჭის მამამ განაცხადა, რომ ილია აღნიშნულ ადგილებს კარგად იცნობს.

ილია ფილფანი ყაზახეთის მოქალაქეა. ის ალმათიდან ზამთრის თვეებში ჩამოვიდა დასასვენებლად მამის ნათესავებთან, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო უკან ყაზახეთში ვეღარ დაბრუნდა. 

ყველა ახალი ამბავი
0