Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ლიკუნა ხაჭაპურიძეს უსიმპათიურესმა შეყვარებულმა ხელი სთხოვა-ნიშნობის ძვირადღირებული ბეჭედი

© Photo: Likuna Khachapuridze / FBლიკუნა ხაჭაპურიძე
ლიკუნა ხაჭაპურიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლიკუნა ხაჭაპურიძე სიყვარულს საგულდაგულოდ მალავდა. პარტნიორმა მოდურ ბლოგერს ხელი სთხოვა, ლიკუნამ კი დადებითი პასუხი აჩუქა. ნახეთ ვინ არის „ინფლუენსერის“ პარტნიორი და როგორ გამოიყურება ნიშნობის ძვირადღირებული ბეჭედი...

მოდელი შეყვარებულია. ბოლო დროს ხშირად აქვეყნებს ერთობლივ ფოტოებს და განსაკუთრებით Instagram-ის „სთორებში“ აქტიურობს, სადაც საყვარელ ადამიანს სიყვარულს უხსნის. მოდელის რჩეული ქართველი სანდრო ჭანტურიაა. წყვილმა ცოტა ხნის წინ ერთად ყოფნის ერთი წლის იუბილე აღნიშნა. ახლა კი, ბიჭმა ემოციური ნაბიჯი გადადგა და რჩეულ ქალს ხელი სთხოვა.

ქართველი მოდელი ლიკუნა ხაჭაპურიძე სამოდელო კარიერაში მისმა მეგობარმა და სტილისტმა არტურ ავაკოვმა აღმოაჩინა. დღეისათვის ის ერთ-ერთი წარმატებული მოდელია. მოდელ ლიკუნა ხაჭაპურიძეზე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოთხოვნაა. გოგონა განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც მისი და სერიალ „გაქცევის“ ვარსკვლავ დომენიკ პარსელის რომანტიკული ურთიერთობა გამჟღავნდა. შარშან სერიალ „გაქცევის“ ვარსკვლავი დომენიკ პარსელი საქართველოში იმყოფებოდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის აქ გადასაღებად ჩამოვიდა, სინამდვილეში კი თავის მეგობარს, ქართველ მოდელს ლიკუნა ხაჭაპურიძეს სტუმრობდა და მას გადაღებებზე გაჰყვა, შედეგად კი ფოტოობიექტივშიც მოხვდა.

როგორც ლიკუნა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, დომენიკ პარსელს ხუთი წლის წინ „ინსტაგრამზე“ მისწერა და მას შემდეგ მეგობრობენ. თავად მსახიობმა გადაწყვიტა ჩამოსულიყო და ლიკუნა პირადად გაეცნო. როგორც ლიკუნა ამბობს, დომენიკი ყველას ეუბნებოდა, რომ მას ქართველი მოდელის ცოლად შერთვა სურს, თუმცა ლიკუნამ მეგობრობა არჩია, მიზეზი კი 26-წლიანი ასაკობრივი სხვაობა აღმოჩნდა. „აქ რომ იყო, 49 წლის გახდა, მე – 23-ის. ჰოროსკოპით ორივე მერწყულები ვართ და ერთმანეთს ვგავართ, მაგრამ, ალბათ ეგეც ასაკის ბრალია, ცოტა სიგიჟეები აკლდა“, – ამბობდა მოდელი.

View this post on Instagram

Happy birthday mylife✨🍭❤️☀️ ჩემი ცხოვრების გადამჩენელო , ყველაზე დიდი ბედნიერება და სიყვარული მაჩუქე , ცხოვრების ხალისი , მოტივაცია მომეცი . ჩემი თავის სიყვარული მასწავლე .არცერთი წამი არ წარომიდგენია შენს გარეშე.მიყვარს ის ფაქტი რო ყოველდე ვზრდით ერთმანეთს,ყოველ დღე წინა დღეზე მეტად გვიყვარს ერთმანეთი..შენზე ძვირფასი არაფერი გამაჩნია . . ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ !ყველა დღე ,წუთი და წამი საჩუქარია შენთან ერთად გატარებული🥰მგონია რომ ღმერთმა ერმანეთისთვის გაგვაჩინა🤍 ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის შენი დაბადებისდღე! გილოცავ ჩემო გულო! ყველაზე ბედნიერი მინდა იყო ყოველთვის❤️

A post shared by Likuna Khachapuridze 🐆. Candy🍭 (@likunasss) on

„ჩემი ცხოვრების გადამრჩენელო , ყველაზე დიდი ბედნიერება და სიყვარული მაჩუქე, ცხოვრების ხალისი, მოტივაცია მომეცი. ჩემი თავის სიყვარული მასწავლე. არცერთი წამი არ წარმომიდგენია შენს გარეშე. მიყვარს ის ფაქტი, რომ ყოველდღე ვზრდით ერთმანეთს, ყოველ დღე წინა დღეზე მეტად გვიყვარს ერთმანეთი. შენზე ძვირფასი არაფერი გამაჩნია... ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ! ყველა დღე, წუთი და წამი საჩუქარია შენთან ერთად გატარებული. მგონია, რომ ღმერთმა ერთმანეთისთვის გაგვაჩინა. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის შენი დაბადების დღე! გილოცავ, ჩემო გულო! ყველაზე ბედნიერი მინდა იყო ყოველთვის“, - ასე ულოცავდა ლიკუნა შეყვარებულს იუბილეს.

ნახეთ ვის გამო უთხრა უარი ქართველმა მოდელმა „გაქცევის“ ვარსკვლავს – წყვილის ფოტოები >>

 

ყველა ახალი ამბავი
0