Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ანი ბებიამ მშობიარობის შემდეგ ვაჟის სახე პირველად გამოაჩინა - ვის ჰგავს უმცროსი ბეროშვილი?

© Facebook / Ilia Beroshviliილო ბეროშვილი ანი ბებია
ილო ბეროშვილი ანი ბებია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ილო ბეროშვილს მესამე შვილი შეეძინა. ჯერი ბეროშვილი მშობლებმა საზოგადოებას უჩვენეს. როგორ გამოიყურება და ვის ჰგავს პატარა ბიჭუნა?

პატარა ბიჭი უფროსმა დებმა უკვე გაიცნეს. ჟურნალისტისა და მსახიობის ქალიშვილები უმცროს ძმას დიდი სიამოვნებით უვლიან. ამის ამსახველი ფოტოები ანი ბებიამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. ჯერი პირველად „მთავარი არხის“ ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა. ილო და ანი ამ არხის თანამშრომლები არიან. ანისთვის და ილოსთვის ჯერი პირველი საერთო შვილია. ანის პირველი ქორწინებიდან შვილი არ ჰყოლია. ილოს კი პირველ ქორწინებაში ჟურნალისტ ნელი აგირბასთან ორი გოგონა ჰყავს. აპრილის ბოლოს მესამე ქორწინებიდან ნელი აგირბასაც შეეძინა მესამე შვილი.

ანი ბებიამ სამომავლო გეგმებზე ეთერში დაბრუნებისას ვრცლად  ისაუბრა: „რამდენად შევძლებ არ ვიცი, არ მინდა ძიძა. მინდა სადაც ვიქნები, ჯერი გვერდში მყავდეს. ეს იქნება თეატრი, გადაღება თუ უბრალოდ რეპეტიციები“. გადაცემის დასრულების შემდეგ ანიმ გადაცემა საკუთარ გვერდზე გაიზიარა, თაყვანისმცემლებს შეახსენა, რომ დაბრუნდა და გაზიარებულ ვიდეოს გულისამაჩუყებელი სიტყვები დაურთო. „დამავიწყდა მეთქვა - როგორ ვარ და მეხსიერების პრობლემა გამიჩნდა“, – წერდა ანი.

ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან, თუმცა ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდნენ. ფეხმძიმობის შესახებ ანი ბებიამ პირველად ტელეპროექტ „მხოლოდ ქართულში“ განაცხადა. ილო ბეროშვილმა ორსულ მეუღლეს პირდაპირ ეთერში მუცელზე აკოცა და მაყურებელთან პირობა დადო, რომ „მხოლოდ ქართულის“ ოცდამესამე სეზონზე მის შვილს პროექტში იხილავდნენ. ანი ბებიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ პატარას სახელი მშობლებს უკვე შერჩეული აქვთ. „ბავშვს სახელი დიდი ხნის წინ შევურჩიეთ. არ ჰქონდა მნიშვნელობა გოგო იქნებოდა თუ ბიჭი, მას მაინც ამ სახელს დავარქმევდით. ჩემი გადაწყვეტილებით მას დავარქმევთ ჯერის, არაქართული სახელია და მე ძალიან მომწონს“, – განაცხადა ბებიამ.

ცნობილ სახეებს - ილო ბეროშვილს და ანი ბებიას რამდენიმეწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ. პოპულარული ცოლ-ქმარი ტელეეკრანებზე ერთობლივად „ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩნდა. წარმოუდგენელი იყო, მაგრამ სერიალის გმირს შავლეგ მადლიანს ვაკეში მდებარე ერთ-ერთი აფთიაქის ფარმაცევტი შეუყვარდა. ფარმაცევტის როლს ანი ბებია ასრულებდა. რეიტინგულ სერიალში მათი სასიყვარულო ისტორია არ განვითარდა. წყვილს შორის კი სასიყვარულო ქიმია, როგორც თავად ამბობენ, მანამდე დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0