წულუკიანი: მართალია რვა წელი იწვალეს „ქართული ოცნების“ კაცებმა, მაგრამ...
„მართალია 8 წელი იწვალეს „ქართული ოცნების“ კაცებმა, მაგრამ ბოლოს მიიღეს კანონი, რომელიც არც ერთ წინა ხელისუფლებას, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, არ მიუღწევია და არ გაუკეთებია. 100 წლის შემდეგ ახლა ხდება პირველად, რომ შევიდა კანონში ცვლილება და დააკანონა ვალდებულება თავისთვის და სხვებისთვის, რომ სიაში ყოველი მეოთხე უნდა იყოს განსხვავებული სქესის“, -ამბობს წულუკიანი.
მინისტრის თქმით, რაც უფრო მეტი ქალი პოლიციელი იქნება, ქალი გამომძიებელი, ქალი ციხის დირექტორი, ქალი საკნის გამღები და დამკეტავი, მით უფრო მეტი ჰუმანურობა და დაბალანსებული მიდგომები იქნება.