დავით ევგენიძის ქალიშვილი, ლიკა ევგენიძე მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე წლის წინ, თბილისში ლიკას და ნიკა ალასანიას ოჯახის დანგრევის შესახებ ალაპარაკდნენ. სკანდალური ტელეწამყვანი გამოქვეყნებული პოსტის გამო გააკრიტიკეს. მან ინტიმური ხასიათის სურათი გააზიარა. ლიკამ პიერ პაოლო პაზოლინის 1974 წელს გადაღებული ფილმი „არაბული ღამის“ ფრაგმენტი ამოჭრა. აღნიშნულმა პოსტმა მისი თაყვანისმცემლები გააღიზიანა. ბევრმა მათგანმა კომენტარებში უცენზურო სიტყვები გამოიყენა.
View this post on InstagramThe Flower of the One Thousand and One Nights “Arabian nights”, 1974 Pier Paolo Pasolini ♥️
ნიკა კოჩაროვი მეუღლეს დაშორებულია, ხოლო ლიკა ევგენიძე პრეზიდენტ სააკაშვილის ბიძაშვილის, ნიკა ალასანიას ცოლი გახლდათ, თუმცა გარკვეული პერიოდის წინ საქართველოში დაბრუნდა საცხოვრებლად. თავბრუდამხვევი სასიყვარულო ისტორია ისე განვითარდა, რომ საგულდაგულოდ დამალული მეორე ნახევარი მალევე გაიცნო მთელმა საზოგადოებამ. ნიკა კოჩაროვი ბევრისათვის საყვარელ მომღერლად იქცა. ის კონკურს „ევროვიზიაზე“ წარდგენის შემდეგ მეტად პოპულარული გახდა.
აღნიშნული პოსტის კომენტარებში ლიკას რეაქცია არ ფიქსირდება. როგორც ჩანს, ტელესახეს უწმაწური კომენტარები არ აინტერესებს. ის ამ კადრს ხელოვნების ნიმუშად თვლის და დუმილს ამჯობინებს. აი, როგორ ეხმაურებიან „არაბული ღამის“ ერთ-ერთ პიკანტურ კადრს მომხმარებლები: „და რა მოგწონს ამ საზიზღრობაში?“; „თუ ააცილა და შუბლში მოხვდა?“