Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სომხეთში 37 ათასს აღწევს

© photo : Garik Sargsyan / FBსამედიცინო ცენტრი სომხეთში
სამედიცინო ცენტრი სომხეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან ეპიდემიის საწინააღმდეგო ნორმები, რათა საშიში დაავადების გავრცელება აღიკვეთოს

თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. სომხეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 36 996–მდე გაიზარდა, იუწყება Sputnik–სომხეთი დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ბოლო დღე–ღამეში 383 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სომხეთის მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან - Sputnik საქართველო
სომხეთს საქართველოს გავლით თავისი მოქალაქეების ავტომობილებით დაბრუნებაზე მოლაპარაკება სურს

სომხეთში კორონავირუსის გართულებებისგან სულ 700 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 8 – გასულ დღე–ღამეში, კორონავირუსის მქონე იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც სხვა მიზეზებით გარდაიცვალნენ, არის 220, აქედან გასულ დღე–ღამეში – 2.

გამოჯანმრთელდა 26 243 ადამიანი, ამჟამად მკურნალობის კურსს გადის 9 833 პაციენტი.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, რომელიც მარტში დაწესდა, 12 აგვისტომდე გახანგრძლივდა. საგანგებო მდგომარეობის პირობებში აკრძალულია შეკრებები და მიტინგები, სავალდებულოა პირბადის გაკეთება.

ყველა ახალი ამბავი
0