კორონავირუსი საქართველოში – რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© Sputnik / Alex Shlamovთერმოსკრინინგი ლილოს ბაზრობაზე
თერმოსკრინინგი ლილოს ბაზრობაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 917 ადამიანი, გარდაცვლილია – 16, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5936, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 268 პაციენტია.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 1117-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 917 ადამიანი, გარდაცვლილია – 16, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5936, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 268 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა.

ყველა ახალი ამბავი
0