იმოგზაურე მატარებლით და გაეცანი ისტორიას:საქართველოს რკინიგზამ ახალი პროექტი წამოიწყო

© photo: Sputnik / Stringerმატარებელი Stadler на თბილისის სარკინიგზო სადგურზე
მატარებელი Stadler на თბილისის სარკინიგზო სადგურზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მატარებლის მგზავრები მგზავრობის დროს ამა თუ იმ მხარის შესახებ ისტორიების მოსმენას შეძლებენ

თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. „საქართველოს რკინიგზა“ იწყებს ახალ პროექტს, რომლის ფარგლებში მატარებლების მგზავრები მოგზაურობას ისტორიულ ექსკურსიას შეუთავსებენ, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მატარებელში მხოლოდ პირბადით: საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა - ფოტო >>

დამსვენებლები პლაჟზე - Sputnik საქართველო
უსაფრთხოა თუ არა ზღვაზე დასვენება: სპეციალისტები გვაფრთხილებენ

ამიერიდან ადამიანები, რომლებიც საქართველოში მოგზაურობენ, ამა თუ იმ მხარის შესახებ ისტორიებს სპეციალისტები უამბობენ. მაგალითად, თბილისი-ზუგდიდის რეისზე „ლექცია“ ჩაატარა ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ. მგზავრებისთვის ტური საინტერესო აღმოჩნდა, ისინი მგზავრობის დროს სამეგრელოს რეგიონის ეთნოკულტურას ეცნობოდნენ.

 „საქართველოს რკინიგზა“ პროექტის გაგრძელებას გეგმავს. მოწვეული გზამკვლევები რკინიგზის ხუთივე მოქმედ მაგისტრალზე „იმუშავებენ“.

„საქართველოს რკინიგზის“ ინიციატივა შიდა ტურიზმის მხარდაჭერას ემსახურება. პროექტი 21 ივლისს ამოქმედდა და საკურორტო სეზონის დასრულებამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0