გახარია: მართლმსაჯულების სისტემაში კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი
„ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმები სჭირდება. ეს ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ამას ვაკეთებდი შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. სისტემური განახლება რაც იყო, ეს იყო სწორედ იმ რეფორმების მიმართულება, რომელიც უნდა გაგრძელდეს“,- ამბობს გახარია.
პრემიერი საქართველოში ბოლო დროს გახმაურებულ საქმეებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მედიასაც და საზოგადოებასაც მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს, რათა ინტერპრეტირებისთვის სივრცე არ დარჩეს.