Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„გემშვიდობებით...“ - მაია ასათიანი სატელევიზიო სივრცეს ტოვებს?

© Facebook / Maia asatianiმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველასათვის ნაცნობმა ჟურნალისტმა ვრცელი განცხადება გაავრცელა. მაია ასათიანი ერთგულ მაყურებლებს დაემშვიდობა. რას ჰყვება ტელეწამყვანი საკუთარ Instagram-ზე?

მაია ასათიანის ოფიციალური გვერდი სარეკომენდაციო პოსტებით არის სავსე, თუმცა ამჯერად რეკომენდაციებთან ერთად ჟურნალისტი მაყურებლებსა და „ფოლოვერებს“ დაემშვიდობა. რატომ გადაწყვიტა ასათიანმა სოციალური ქსელების დეაქტივაცია? როგორც ვიდეოზე თავად ჰყვება, ყოველ წელს ერთი თვის მანძილზე ის ვირტუალური სივრციდან ქრება. ამის შესახებ მას ადრეც ვრცლად უსაუბრია. მაია აღნიშნავს, რომ არა მისი პროფესია, საერთოდ არ დარეგისტრირდებოდა სხვადასხვა ქსელში და არც მედია საშუალებებს მიადევნებდა თვალს.

„ჩემი გამოცდილება მინდა გაგიზიაროთ, რომელიც ძალიან მეხმარება. ყოველ წელს, თვეში ერთხელ  ყველა სოციალურ ქსელსა და აქტივობას ვეთიშები. ეს ძალიან მომწონს. თავის დროზე ასე გავაუქმე Facebook-ი. 2 წლის წინ ყველაფერი გავაუქმე და ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ერთი თვით გემშვიდობებით. თქვენც თუ ცდით, აღმოაჩენთ, რომ ძალიან მაგარია. ამ ქვეყნად ბევრად უფრო საინტერესო რამეები არსებობს, ვიდრე მთელი დღე „სქროლვა“, - აღნიშნავს მაია.

„არ გამომდის, რომ ეს გავაკეთო წელიწადში 12 თვე. იმედია არ გეწყინებათ, ზუსტად ერთი თვის მერე შევხვდებით ერთმანეთს. ძალიან ბევრი დრო მაქვს იმისათვის, რომ თვითგანვითარებაზე ვიზრუნო. საერთოდ არ მექნება არანაირი სოციალური ქსელი. თუ გაიგეთ ჭორი რომ ორსულად ვარ, ტყუილია!“, - აცხადებს პოპულარული წამყვანი.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

რამდენიმე წლის წინ მთელი ქვეყანა დაადუმა მაია ასათიანის ოჯახის ტრაგედიამ. ცნობილმა ჟურნალისტმა ქალიშვილს საფრანგეთის კლინიკაში მიაკითხა, მაგრამ ექიმებმა გოგონას გადარჩენა ვერ მოახერხეს. ნუცა ტელეწამყვანის ერთადერთი შვილი იყო. მშვენიერი და ყველასათვის საყვარელი გოგონა მაია ასათიანს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა.

ჟურნალისტმა სახლში შვილის ფოტოების ნაცვლად უთბილესი ნახატები ჩამოკიდა. ნახატებზე ნუცა და მისი ციმბირული ჰასკი „დუდი“ არიან აღბეჭდილი. ნახატების ავტორი ნინო ჩაკვეტაძეა.

ნუცა, როგორც აღმოჩნდა, ხატვაშიც ნიჭიერი იყო. ხატვა 7-8 წლის ასაკში დაიწყო და მაიამ ქალიშვილი ერთ-ერთ გამორჩეულ ქართველ მხატვართან მიიყვანა. მათი მეგობრობა ამის მერე დაიწყო. ნუცას გარდაცვალების შემდეგ კი ნინო ჩაკვეტაძემ ნუცა და მისი საყვარელი ძაღლი „დუდი“ ერთად დახატა და მაია ასათიანს უსახსოვრა.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ბოლო დროს საკმაოდ აქტიური იყო. ჟურნალისტი სახლში გატარებულ დროს ფაქტობრივად დეტალურად აქვეყნებს. თუმცა ახლა შვებულება დაეწყო და მისი პოსტები ერთი თვის მანძილზე აღარ გამოქვეყნდება.  მისი ყოველდღიური რუტინა უკვე ყველამ იცის. ბოლო პერიოდში ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში სახლის ინტერიერის, ძაღლების მოვლის დეტალების, საკუთარი წიგნების, გემრიელი საუზმის საიდუმლოებების მოყოლა მოასწრო.

ამასობაში გაირკვა, რომ მის სამუშაო კაბინეტში ნუცას გარდაცვალების შემდეგ ერთი გულის ამაჩუყებელი ნახატი ჰკიდია. ახლა კი, ძველი ფოტოების დათვალიერებისას მაია ერთ ძალიან თბილ და ემოციურ სურათს გადააწყდა. აღნიშნულ სურათზე მაია 20 წლის არის, ხოლო უმშვენიერესი ნუცა სულ ციცქნაა - ერთი თვის.

ნუცა 2017 წლის 23 თებერვალს საფრანგეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჟურნალისტის ქალიშვილს მენინგოკოკური ინფექცია დაუდგინეს. სამწუხაროდ, ნუცას გადარჩენა ვერ მოხერხდა, საავადმყოფოში უკვე კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს.

ყველა ახალი ამბავი
0