ავარია ბათუმში: ერთმანეთს დაეჯახა ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი - ფოტო
ავარია ბათუმში: ერთმანეთს დაეჯახა ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი - ფოტო
Sputnik საქართველო
ბათუმში დიდი ავარია მოხდა - აუდის მარკის სედანმა წითელზე გაიარა, შეეჯახა სამარშრუტო ტაქსის, რომელიც გადატრიალდა, შემდეგ კი მას ავტობუსი დაეჯახა. იხილეთ... 25.07.2020-ს, Sputnik საქართველო
ბათუმში დიდი ავარია მოხდა - აუდის მარკის სედანმა წითელზე გაიარა, შეეჯახა სამარშრუტო ტაქსის, რომელიც გადატრიალდა, შემდეგ კი მას ავტობუსი დაეჯახა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში სურათები ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან
ავტოავარიის შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი, რომლებიც მიკროავტობუსში იმყოფებოდნენ. ზოგიერთს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
ზაფხულის სეზონზე ქალაქში ყველას მაქსიმალური ყურადღება მართებს - ამ დროს აქ ადამიანთა რაოდენობა მნიშნელოვნად მატულობს, მათი ნაწილი ბათუმში საკუთარი ავტომობილით მიდის