მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლუკაშენკო: არ მინდა ჯარის გამოყენება წესრიგის დასამყარებლად, მაგრამ ყველაფერი ხდება

© photo: Sputnik / Viktor Tolochkoალექსანდრ ლუკაშენკო
ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ქვეყნის სპეცრაზმის მებრძოლები კარგად არიან მომზადებული იმისთვისაც, რომ არ დაუშვან ესკალაცია ქვეყნის შიგნით.

თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ არ უნდა საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად შეიარაღებული ძალების გამოყენება, მაგრამ „ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

„არავითარი ჩარტერული თვითმფრინავი, ისხდნენ ახლა იქ!“ - ლუკაშენკო თანამემამულეებზე ბრაზობს>>

„როდესაც მომიწია განსაზღვრა, რა სახის შეიარაღებული ძალები გვჭირდება, განსაკუთრებით 2010 წლის შემდეგ (მთავრობის სახლში შეჭრის მცდელობა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ), მივხვდი, რომ მარაგში უნდა გყავდეს მომზადებული მებრძოლები, ნაწილი შეიარაღებულ ძალებში. ყოველი შემთხვევისთვის“, – განაცხადა ლუკაშენკომ, იუწყება Sputnik– ბელარუსი.

ფეხშიშველი ადამიანი - Sputnik საქართველო
ფეხშიშველა პრეზიდენტი: ქვეყნის ლიდერი შეხვედრაზე წინდების ამარა მივიდა – ვიდეო

მისი თქმით, რა თქმა უნდა, არასასურველია, რომ შეიარაღებული ძალების გამოყენება გახდეს საჭირო, „მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამის მაგალითია აშშ“. ბელრუსის ლიდერმა აღნიშნა, რომ ამერიკელ პრეზიდენტს ზოგიერთ შტატში საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად ჯარის ქუჩაში გაყვანა მოუხდა. „ის, რაც ახლა აშშ–ში ხდება, პირველი – ამას არავინ ელოდა. მეორე – ეს მძიმე კატასტროფაა მთელი მსოფლიოსთვის. თუ აშშ–ის პრეზიდენტი ამ ზეწოლას გაუძლებს, ეს კარგი ნიშანი იქნება ჩვენთვისაც. რადგან, თუ, ღმერთმა დაიფაროს და ეს იმპერია ჩამოინგრევა, მსოფლიოს ბევრი პრობლემა შეექმნება“, განაცხადა ლუკაშენკომ სპეციალური დანიშნულების მეხუთე ბრიგადის მონახულებისას.

ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის სპეცრაზმის მებრძოლები კარგად არიან მომზადებული, მათ შორის იმისთვისაც, რომ არ დაუშვან ესკალაცია ქვეყნის შიგნით.

„ომები ახლა ქუჩის პროტესტებიდან, დემონსტრაციებიდან იწყება, მერეა მაიდნები. მაიდანზე, თუ თავიანთი არ ჰყავთ, გარედან მოჰყავთ „მაიდნელები“. ესენი პროფესიონალი მებრძოლები არიან, რომლებიც სპეციალურად ემზადებიან, ძირითადად, კერძო სამხედრო კომპანიების ფარგლებში მთელ მსოფლიოში, დიდ ფულს იღებენ პროვოკაციებზე ამა თუ იმ სახელმწიფოში“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსში ამჟამად ქვეყნის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. კენჭისყრის ძირითადი დღე 9 აგვისტოა.

ყველა ახალი ამბავი
0