Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ყველაზე დიდი ბედნიერება“- ლელა მებურიშვილი ზაფხულს ორ შვილთან ერთად ატარებს

© Photo: Lela Meburishvili / FBლელა მებურიშვილი
ლელა მებურიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელეგანტური და ქარიზმატული მსახიობი ლელა მებურიშვილი ორ შვილთან ერთად პოზირებს. ზაფხულის ცხელ დღეებს ტელესახე ქალაქგარეთ ატარებს. როგორ გამოიყურებიან არტისტის შვილები?

ლელა მებურიშვილი ზაფხულის მზიან დღეებს საქართველოს სხვადასხვა ულამაზესი კუთხის დასალაშქრად გამოიყენებს. ულამაზესი ოჯახი დასასვენებლად ბათუმსა და კეხეთში იყო, ახლა კი რაჭის, სვანეთის და სხვა ადგილების დათვალირებას გეგმავს, რომელიც აქამდე არ უნახავს. მშვენიერმა მსახიობმა ულამაზეს შვილებთან ერთად ფერადი ფოტოსესია მოაწყო. უფროსი ვაჟი დედას სულ უფრო და უფრო ემსგავსება, პატარა გოგონა ბიზნესმენ მამას ჰგავს. ნახეთ, როგორ ერთობა შვილებთან ერთად ლელა მებურიშვილი.

View this post on Instagram

❤️❤️ყველაზე დიიდი ბედნიერება.❤️❤️

A post shared by Lela Meburishvili (@lmeburishvili) on

ლელა მებურიშვილს სოციალურ ქსელში ლამაზი ფოტოების გამოქვეყნება უყვარს. გემოვნებიანმა მსახიობმა დაოჯახების შემდეგ სტილი რადიკალურად შეიცვალა. მეუღლესთან ერთად ვარსკვლავების თავშეყრის ადგილებში ხშირად ჩნდება, მაგრამ მასთან ფოტოებს ძალიან იშვიათად აქვეყნებს. სოციალურ ქსელში წყვილის მორიგი გამოჩენა უამრავ მოწონებას და ინტერესს იწვევს. რამდენიმე კვირის წინ ლელა მებურიშვილმა ქმრის ძალიან სასაცილო ვიდეო გამოაქვეყნა. ბიზნესმენმა ქმარმა ცოლთან თამაში წააგო, რის გამოც ლელა მებურიშვილმა სურვილი შეისრულა და ქმარი ჯამბაზის სტილში მოხატა. ბაჩო საგანელიძის ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი ბიზნესმენი კამერებსა და ეკრანებს თავს არიდებს, პოპულარული ცოლის მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეომ დიდი პოზიტივი და გამოხმაურება გამოწივია. წყვილს ორი შვილი ჰყავს, რომლებთან ერთად ხშირად მოგზაურობენ.

View this post on Instagram

A post shared by Lela Meburishvili (@lmeburishvili) on

ლელა სიყვარულს დიდი ხანი მალავდა, მაგრამ ცნობილმა ტაბლოიდებმა მალე გამოააშკარავეს მისი მეორე ნახევარი. ლელას რჩეული ბიზნესმენი ბაჩო საგანელიძეა, „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ დირექტორი. ლელას სიყვარულს განათლება საზღვარგარეთ აქვს მიღებული და საქართველოში კარიერას დიდი წარმატებით განაგრძობს. წყვილი ერთად მოგზაურობს, მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ბაჩო საჯარო გამოსვლებს თავს არიდებს და კამერებთან ურთიერთობა არ ხიბლავს. წყვილი ტელეგადაცემებშიც იშვიათად ჩნდება.

ბაჩოს თავმდაბლობა და ლელას სილამაზე ბევრ ადამიანს მოსწონს. მიუხედავად იმისა, რომ ლელა მებურიშვილს სამსახიობო კარიერაში პაუზა აქვს, არაორდინალურ და მის შესაფერის ფოტოსესიებში მონაწილეობას ხშირად იღებს. მოდური ჟურნალები, ბრენდული მაღაზიები, სხვადასხვა გასართობი გადაცემები ლელასთან აქტიურად თანამშრომლობენ. „შუა ქალაქში“ მიღწეული პოპულარობის პიკი დღემდე არ ნელდება. ლელას სილამაზით აღტაცებული თაყვანისმცემლები მას სურათების გაზიარებას უფრო ინტენსიურად სთხოვენ. ლელას და ბაჩოს ქორწინებიდან ორი შვილი – ბიჭი და გოგონა ჰყავთ. უფროსი მწვანეთვალება ვაჟი დედის ასლია, ხოლო შავგრემანი გოგო ბაჩოს ჰგავს. ლელას თითოეულ ფოტოს ნახატს მიამსგავსებთ, მაგრამ ბოლო დროს მებურიშვილი ტრენდებს მიჰყვება და მისი სოციალური ქსელის დათვალიერება უფრო დიდი სიამოვნებაა. მსახიობის გვერდზე თაყვანისმცემლები განსაკუთრებით მაშინ ერთიანდებიან, როდესაც ლელა შვილებთან ან მეუღლესთან ერთად პოზირებს. არც ეს შემთხვევა გამოეპარათ ფანებს და დედა-შვილი კომპლიმენტებით აავსეს.

ყველა ახალი ამბავი
0