კორონავირუსი საქართველოში: „ცხელი წერტილი“ კვლავ გარდაბანია

© Sputnik / Alex Shlamovკორონავირუსი საქართველოში: „ცხელი წერტილი“ კვლავ გარდაბანია
კორონავირუსი საქართველოში: „ცხელი წერტილი“ კვლავ გარდაბანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. გარდაბნის რაიონში კორონავირუსის ეპიდაფეთქების გამო სოფელი ყარაჯალარი ჩაიკეტა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ მუნიციპალიტეტის მერზე რამაზ ბუდაღაშვილზე დაყრდნობით. 

თერმოსკტინინგის აპარატი - Sputnik საქართველო
ისევ კარანტინი? გამყრელიძე გარდაბნის სოფლების ჩაკეტვას არ გამორიცხავს

ტელეკომპანიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება დანარჩენ ორ სოფელთან დაკავშირებით, სადაც ასევე დაფიქსირდა COVID-19-ის გავრცელების რისკი, ჯერ მიღებული არაა.

გარდაბნის რაიონში ამ დროისთვის ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობენ. სიტუაციას პოლიცია აკონტროლებს.

მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში ბოლო დღეებში ინფიცირების შემთხვევების მკვეთრმა ზრდამ არა მარტო ხელისუფლების, არამედ მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია.

ქვემო ქართლის რეგიონს, კონკრეტულად კი გარდაბნის რაიონის სამ სოფელს უკვე მეორედ ეწოდა „ცხელი წერტილი“.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1104-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 912, გარდაიცვალა 16 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0