თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ორკუდიანი კომეტა, რომლის ხილვაც უკიდურესად იშვიათადაა შესაძლებელი, დედამიწას მაქსიმალურად მოუახლოვდა.
ასტრონომების თქმით, იშვიათი სტუმარი Neowise კიდევ ერთხელ მხოლოდ 6800 წლის შემდეგ გამოჩნდება.
კომეტა ჩვენს პლანეტას მაქსიმალურად 23 ივნისის ღამით მოუახლოვდა, რასაც უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს. თვითმხილველებმა სოციალური ქსელებით არაერთი ფოტო- და ვიდეოკადრი გამოაქვეყნეს.
Neowise-ის ზომა დაახლოებით 5 კმ-ია. მისი ბირთვი მუქი ნაწილაკეებითაა დაფარული, რაც მისი ფორმირების მომენტიდანაა შემორჩენილი – 4,6 მლრდ წლის წინ.
კომეტა ჩვენს პლანეტას 715 ასტრონომიული ერთეულით, ანუ 103,5 მლნ კილომეტრითაა დაშორებული და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს დედამიწელებისთვის. ეს მანძილი 40-ჯერ აღემატება დედამიწიდან მთვარემდე მანძილს.