მეძუძურ დედას ყველაფერი შეუძლია მიირთვას: კომაროვსკი პოპულარულ მითს ამსხვრევს

CC BY-SA 2.0 / Aurimas Mikalauskas / Mano!დედა ძუძუს აჭმევს ბავშვს
დედა ძუძუს აჭმევს ბავშვს - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ ქალი შვილს ძუძუთი კვებავს, აუცილებელი არ არის, ყავაზე უარი თქვას, აცხადებს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. მშობიარობის შემდეგ მეძუძურ დედას დიეტაზე გადასვლა არ სჭირდება — მას შეუძლია მიირთვას ყველაფერი, რასაც ორსულობის დროს ჭამდა, წერს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი საკუთარ Instagram–ზე.

პატარა ბავშვი ვედროში - Sputnik საქართველო
უნდა დავბანოთ თუ არა ახალშობილს თავი: რჩევა-ბონუსი ცნობილი პედიატრისგან

მისი თქმით, პოპულარული მოსაზრება, თითქოს მოლოგინების შემდეგ აუცილებელია მკაცრ დიეტაზე გადასვლა, მხოლოდ მითია და მეტი არაფერი. თუმცა ექიმი განმარტავს, რომ არსებობს რამდენიმე წესი, რომელთა დაცვაც ნამდვილად მოეთხოვებათ მეძუძურ დედებს.

მაგალითად, კომაროვსკი ურჩევს მათ, არავითარ შემთხვევაში არ დაიწყონ ექსპერიმენტების ჩატარება და არ შეიტანონ რაციონში ისეთი საკვები, რომელიც მანამდე არასდროს გაუსინჯავთ.

დოქტორი კომაროვსკი: კბილების კრაჭუნს არაფერი აქვს საერთო ჭიებთან...>>

გარდა ამისა, სასტიკი აკრძალვების ნუსხაში მოხვდა ალკოჰოლი — მისი მიღება უმცირესი დოზითაც კი უნდა გამოირიცხოს.

რაც შეეხება ყავას, ევგენი კომაროვსკის არ მიაჩნია, რომ ამ სასმელზე უარის თქმა სავალდებულოა მეძუძური დედებისთვის.

„ქალებს, რომლებიც ბუნებრივი გზით კვებენ შვილებს, შეუძლიათ მიირთვან ყავაცა და ჩაიც. სამედიცინო მეცნიერებას მიაჩნია, რომ დედას დღეში სამი ფინჯანი ყავის დალევა შეუძლია. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ კოფეინის ჭარბმა დოზამ შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს ბავშვის ძილზე“, — ამბობს ცნობილი პედიატრი.

ამასთან ექიმი ჩამოთვლის პროდუქტებს, რომლებიც აუცილებლად უნდა შედიოდეს მეძუძური დედების რაციონში. ასეთია, მაგალითად, ზღვის პროდუქტები. თუმცა გარკვეული გამონაკლისი აქაც არსებობს. დედამ უარი უნდა თქვას თინუსზე, სკუმბრიასა და ზვიგენის ხორცზე, ვინაიდან მათში შეიძლება ვერცხლისწყალი იყო დაგროვილი.

ახალშობილი - Sputnik საქართველო
ყიფლიბანდი: დახურვის ნორმალური ვადები და მშობლების შიშები

„ძუძუთი კვება არ არის შიმშილობის მიზეზი. მეძუძურმა დედამ იმაზე 400-500 კალორიით მეტი უნდა მიიღოს, ვიდრე ჩვეულებრივი ქალი იღებს. საჭიროა მიირთვათ რძის პროდუქტები, თევზი, ხორცი, ხილი და ბოსტენული“, — ხაზს უსვამს ექიმი.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ დედა შენიშნავს, რომ რომელიღაც პროდუქტი ბავშვის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს (ურღვევს ძილს ან იწვევს გამონაყარს), მისი რაციონიდან სრულად ამოღება აუცილებელი მაინც არ არის — მისი მოხმარების მინიმუმამდე დაყვანაც საკმარისია.

პედიატრ კომაროვსკის მოულოდნელი პასუხი კითხვაზე, მავნებელია თუ არა კოკა-კოლა ბავშვებისთვის?>>

ევგენი კომაროვსკი ურჩევს მეძუძურ დედებს, სვან მეტი სითხე — ეს სეიძლება იყოს როგორც წყალი, ისე კომპოტი თუ ნატურალური წვენები.

 

ყველა ახალი ამბავი
0