ბათუმში სამგზავრო მიკროავტობუსი ამოტრიალდა და ავტობუსს დაეჯახა – არიან დაშავებულები

© photo: Sputnikსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისა და „სასწრაფო დახმარების“ რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.  დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.

 

თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, იუწყება  „აჭარის ტელევიზია“

ტრაილერები ტრასაზე - Sputnik საქართველო
ხაშურთან ავარიას ხანდაზმული მამაკაცი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა,  რის შედეგადაც  სამარშრუტო ტაქსი ამობრუნდა და მუნიციპალურ ავტობუსს დაეჯახა. 

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისა და „სასწრაფო დახმარების“ რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.  დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.

 მომხდარ ფაქტზე  გამოძიება საქართველოს სსკ-ის  276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0