Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ქმრის ტელეფონზე მესიჯი მოვიდა... ცხოველის ხმა ამოვუშვი“ – რა შეემთხვა ხატია სიჭინავას?

© courtesy of Khatia Sichinavaრამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა საფრანგეთში
რამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა საფრანგეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
იცოდით, რომ ყოფილი ტელეწამყვანი ძალიან ეჭვიანი ყოფილა? ნახეთ რა სახალისო ვითარებაში აღმოჩნდა ეჭვიანობის გამო.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა ეჭვიანობის გამო სასაცილო სიტუაციაში აღმოჩნდა. ამის შესახებ სპორტსმენ რამაზ ნოზაძის მეუღლე სოციალურ ქსელში წერს.

View this post on Instagram

"მოულოდნელად ქმრის ტელეფონზე მესიჯი მოვიდა. ინსტიქტურად დავხედე და დავინახე მესიჯი :привет. не хочешь попроктиковатся в англиском языке . " ხოლო თავზე ეწერა Елена 😑 გულში გავიფიქრე რომ ვენდობი და არაფერს არ ვიტყვი და ესეც გავაკეთე. საღამოს ვახშამზე მთელი დღის შეკავებული ცხოველის ხმა ამოვუშვი : ვინ ჯანდაბაა ელენა?? და რატომ უნდა გამეცადინოს ინგლისურში?! ვიზე მეკითხები? ელზაზე? გაკვირვებით მკითხა ქმარმა. რა მნიშვნელობა აქვს ელენა, ელზა ! ერთიდაიგივეა გაავებული მივახტი... ხოდა აღმოჩნდა რომ "ელზა" პროგრამაა ინგლისურის ონლაინ შესწავლის" 🙈😂😂😂😂😂 სელმა ჰაიაკი ❤️

A post shared by @ katiesihinava on

ხატიას თქმით, შემთხვევით მეუღლის ტელეფონში მესიჯს მოკრა თვალი, შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ ინგლისურის შემსწავლელი აპლიკაციიდან იყო მოსული შეტყობინება და არავითარი „ელენა“ არ არსებობს.

View this post on Instagram

My mission in life is not merely to survive but thrive. 💞

A post shared by @ katiesihinava on

ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე ნანატრი ბიჭის მშობლები 11 მაისს გახდნენ. პატარა „ჯანმრთელობის სახლში“ საკეისრო კვეთის შედეგად მოევლინა სამყაროს. წყვილმა ნანატრ ვაჟს მიქაელ-გიორგი დაარქვა. რამაზ ნოზაძეს საგანგებო მდგომარეობის გამო შვილთან სამშობიაროში არ უშვებდნენ, და მხოლოდ სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ შეხვდა მეოთხე შვილს.

View this post on Instagram

#mylove

A post shared by @ katiesihinava on

ხატია სიჭინავა გათხოვების შემდეგ ნამდვილ ოჯახის ქალად გადაიქცა და მთელ დროს მხოლოდ მას უთმობს. ხატიას პირადი ბიზნესიც აქვს, თუმცა მისთვის წინა პლანზე ქმარ-შვილი და ოჯახის დანარჩენი წევრები არიან.

View this post on Instagram

love is...

A post shared by @ katiesihinava on

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა და სპორტსმენი რამაზ ნოზაძე აქამდე სამი ქალიშვილის მშობლები იყვნენ. ხატიას და რამაზს ქალიშვილების აღზრდაში ძიძა ეხმარებათ, თუმცა ხატია ბავშვებს ყურადღებას არასდროს აკლებს.

წყვილის სიყვარულის შესახებ საზოგადოებამ გადაცემა „პროფილიდან“ შეიტყო, როდესაც ორსულმა ხატიამ განაცხადა, რომ ორწლიანი რომანის შემდეგ შვილს რამაზ ნოზაძისგან ელოდებოდა, ბოროტი ენების გამო კი ისინი ერთად აღარ იყვნენ. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ იყო ქორწილი და ახლა თბილისში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ბედნიერ წყვილად ითვლებიან.

ყველა ახალი ამბავი
0