13 წლის ილია ფილფანის გაუჩინარება: ყაზახეთის საელჩო საგარეო უწყებას მიმართავს

© photo: Sputnik13 წლის ილია ფილფანის გაუჩინარება: ყაზახეთის საელჩო საგარეო უწყებას მიმართავს
13 წლის ილია ფილფანის გაუჩინარება: ყაზახეთის საელჩო საგარეო უწყებას მიმართავს - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
მოზარდი სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ 18 ივლისის დილით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მას უკვე ხუთი დღეა აქტიურად ეძებენ.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. სვანეთში 13 წლის ილია ფილფანის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ყაზახეთის საელჩომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გაუგზავნა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.

© photo: courtesy of Ksenia Pilpanილია ფილფანი
13 წლის ილია ფილფანის გაუჩინარება: ყაზახეთის საელჩო საგარეო უწყებას მიმართავს - Sputnik საქართველო
ილია ფილფანი

ილია ფილფანი ყაზახეთის მოქალაქეა. ის ალმათიდან ზამთრის თვეებში ჩამოვიდა დასასვენებლად მამის ნათესავებთან, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო უკან ყაზახეთში ვეღარ დაბრუნდა. 

ილია ფილფანი - Sputnik საქართველო
ვერტმფრენი, დრონები და 80 მაშველი: სვანეთში 13 წლის ბიჭის ძებნა განახლდა

ბიჭი სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ 18 ივლისს, დილით გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. მისი დაკარგვის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 19 ივლისს შევიდა. ბოლოს ილია სოფელ ლენჯერში ნახეს.

„ჩვენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნოტა გავგზავნეთ, რომელიც შემდეგ ქვეყნის შსს-ს გადაეგზავნება“, – განაცხადეს საელჩოში.

მოზარდის საძიებო სამუშაოებში ჩართულია 80 მაშველი, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ათობით ადგილობრივი მცხოვრები, ვერტმფრენი. ტერიტორიის მონიტორინგი დრონების მეშვეობით მიმდინარეობს.

ტელეკომპანია Rustavi 2-ის ინფორმაციით, ბიჭს ურეკსა და ანაკლიაშიც ეძებენ. ზღვისპირა კურორტებზე მოზარდის ძებნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბიჭის მამამ განაცხადა, რომ ილია აღნიშნულ ადგილებს კარგად იცნობს.

ყველა ახალი ამბავი
0