საქართველოში დაკავებულია რუსი გამომძიებლის მკვლელობის ერთ-ერთი თანამონაწილე

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანაში თავშესაფარს ვერ მიიღებენ ისინი, ვინც ცდილობს საკუთარ ქვეყანაში მართლმსაჯულებას გაექცეს

თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. საქართველოში დააკავეს რუსეთის მოქალაქე ივან კოჩეტკოვი, რომელიც 2018 წლის ოქტომბერში გამომძიებლის, ევგენია შიშკინას მკვლელობის ბრალდებით იძებნება. ამის შესახებ Sputnik-საქართველოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა აცნობა.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურა - Sputnik საქართველო
რუსეთის სამი მოქალაქე საქართველოდან სამშობლოშია ექსტრადირებული

ამჟამად მიმდინარეობს კოჩეტკოვის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის პროცედურა. ამას წინათ საქართველოდან რუსეთში ექსტრადიციით გაიგზავნა საქმის ფიგურანტი - IT-სპეციალისტი იაროსლავ სუმბაევი.

იუსტიციის პოდპოლკოვნიკი ევგენია შიშკინა რუსეთის შსს-ს ტრანსპორტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს გამომძიებლის თანამდებობაზე მსახურობდა. საგამოძიებო კომიტეტის ვერსიით, სუმბაევმა მისი მკვლელობა შურისძიების მიზნით შეუკვეთა: შიშკინა იძიებდა 2013-2014 წლებში რუსეთის რკინიგზისა და S7 ავიაკომპანიის 17 მლნ რუბლის ღირებულების ბილეთების ფიქტიურად დაბრუნების საქმეს, რომელშიც ბრალდებულად სუმბაევი ფიგურირებდა.

„გამოძიების ინფორმაციით, ივან კოჩეტკოვმა 2018 წლის იანვარში იაროსლავ სუმბაევის მითითებით ცეცხლი წაუკიდა ევგენია შიშკინას ავტომობილს დაშინების მიზნით, რათა ამ უკანასკნელს შეეწყვიტა სუმბაევის სისხლის სამართლებრივი დევნა. ამის შემდეგ ერთ-ერთ მესენჯერში იგი უგზავნიდა გამომძიებელს მუქარის შემცველ ტექსტურ შეტყობინებებს“, - აღნიშნულია საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურის კომენტარში.

გამოძიების ინფორმაციით, სუმბაევმა გადაწყვიტა შიშკინას მკვლელობის ორგანიზება და კოჩეტკოვს გამომძიებელზე ინფორმაციის შეგროვება დაავალა. მან შეიმუშავა ასევე დანაშაულის ადგილიდან მკვლელის მიმალვის გეგმა. ამასთან, სუმბაევმა საქმეში ჩართო არასრულწლოვანი, მან კი, თავის მხრივ - საკუთარი ნაცნობი აბდულაზიზ აბდულაზიზოვი, რომელმაც 2018 წლის 10 ოქტომბერს არხანგელსკში ორჯერ ესროლა ევგენია შიშკინას თვითნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღიდან, რის შედეგადაც გამომძიებელი გარდაიცვალა.

შესანიშნავი თანამშრომლობის მაგალითი: რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს დახმარებას აფასებს >>

ამ დროისთვის სისხლის სამართლის საქმეს ორი თანამონაწილის მიმართ იხილავს სასამართლო. გამოძიება მკვლელობის შემკვეთის - იაროსლავ სუმბაევის მიმართ გრძელდება.

სუმბაევი თბილისში 2018 წლის ნოემბრის დასაწყისში დააკავეს. მალევე რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს მისი გადაცემის თხოვნით მიმართა. სუმბაევი საქართველოს თავშესაფარს სთხოვდა, მაგრამ უარი მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0