შეთავაზებები, ვარიანტები: რომელ კლუბს აირჩევს ჯანო ანანიძე

© photo: Sputnik / Alexander Vilf / გადასვლა მედიაბანკშიჯანო ანანიძე
ჯანო ანანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უფრო ადრე მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანანიძემ კარიერა შეიძლება ერთ-ერთ რუსულ კლუბში გააგრძელოს.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, რომელიც ბოლოს კვიპროსის „ანორთოსისში" თამაშობდა, თავის კარიერასთან დაკავშირებით წინადადებებს მხოლოდ რუსეთიდან არ განიხილავს.

როგორც ფეხბურთელის აგენტმა თეიმურაზ ლეფსაიამ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას განაცხადა, ანანიძე ჯერჯერობით ყველა კლუბისგან ელოდება წინადადებას.

„ის ყველა ვარიანტს განიხილავს", – აღნიშნა მან კითხვის პასუხად, აქვს თუ არა 27 წლის ფეხბურთელს რომელიმე პრიორიტეტული შეთავაზება.

უფრო ადრე მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ანანიძე, შესაძლოა, რუსეთში დაბრუნდეს და „სოჭში", „როსტოვში" ან „როტორში" ითამაშოს, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება.

ჯანო ანანიძე - Sputnik საქართველო
ჯანო ანანიძემ „ანორთოსისი“ დატოვა – სად გააგრძელებს კარიერას ქართველი ნახევარმცველი

ქართველი ნახევარმცველი კვიპროსის „ანორთოსისში" მოსკოვის „სპარტაკიდან" ამ წლის იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. კლუბის შემადგენლობაში ანანიძემ სულ ექვსი მატჩი ჩაატარა და ამ მატჩებში თავი არ გამოუჩენია.

ქართველი ნახევარმცველის მიმართ ინტერესი ორმა ქართულმა კლუბმაც გამოთქვა – თბილისის „დინამომ" და ბათუმის „დინამომ". თუმცა ეს ინფორმაცია დადასტურებული ჯერ არ არის.

თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი – 10 წელი ანანიძემ მოსკოვის „სპარტაკში" გაატარა. ქართველი ფეხბურთელი ასევე გამოდიოდა „როსტოვისა" და სამარის „კრილია სოვეტოვის" შემადგენლობაში.

ყველა ახალი ამბავი
0