თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ტოჩინოშინის სახელით მოასპარეზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ტოკიოში ივლისის ბაშოზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.
მეორე თეთრი ბურთულა ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა ორთაბრძოლაში ნისიკიგისთან, რომლის დასამარცხებლად მას რამდენიმე წამი ეყო.
ამის შედეგად მეოთხე საშეჯიბრო დღეს გორგაძემ ტურნირზე მოგება-წაგებების ბალანსი გაათანაბრა – 2:2.
ივლისის ბაშოზე ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე გახდება აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა სადანოუმი. სუმოისტების პირადი შეხვედრების ანგარიშია 4:3 ქართველი მებრძოლის სასარგებლოდ.