კორონავირუსი საქართველოში: დიდი ნახტომი – რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

გამოწერა
გამოჯანმრთელდა 907 ადამიანი, გარდაიცვალა – 16, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5692, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 275 პაციენტია.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 24-ით გაიზარდა და 1073-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 907 ადამიანი, გარდაცვლილია – 16, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5692, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 275 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. მას შემდეგ ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0