შაქარაშვილის საქმე: დასკვნაში შეუსაბამობების გამო ექსპერტიზის ბიურო განმარტებებს აკეთებს

© photo : FC Saburtalo Academy / FBგიორგი შაქარაშვილი
გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
ეს არის ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე, ამიტომაც გამოძიების მსვლელობის პარალელურად უამრავი კითხვა ჩნდება.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის შესახებ საექსპერტო დასკვნასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომის თარიღის გადატანას ითხოვს >>

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზის მიერ გარდაცვალების მიზეზად დასახელდა ასფიქსია წყალში დახრჩობით.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
„მთელი ქვეყნის ტრაგედია“ - გახარიამ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განმარტავს, რომ საქმისადმი გაზრდილი ინტერესის გამო თავის დროზე გამოაქვეყნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები, რომელიც მასმედიაში არაერთმნიშვნელოვნად გაშუქდა.

„ვრცელდება არაერთი ვერსია, რომელსაც, სამწუხაროდ, არაფერი საერთო არ აქვს სიმართლესთან. მოგეხსენებათ, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, როგორც წესი, არ აკეთებს კონკრეტულ ექსპერტიზებთან დაკავშირებით საჯარო განცხადებებს. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა საჯარო გახდა საზოგადოებისთვის. ვინაიდან ამ დასკვნის გარკვეული დეტალები სხვადასხვა პირების მიერ არაერთგვაროვნად იქნა ინტერპრეტირებული, რამაც საზოგადოებაში გააჩინა კითხვები, ბიურო განმარტებას აკეთებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბიურო განმარტავს, რომ დანაშაულის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ შაქარაშვილს გვამზე „გვამური გაშეშება გამოხატული ჰქონდა ყველა ჯგუფის კუნთებში“, არ წარმოადგენს მექანიკურ შეცდომას და არ ეწინააღმდეგება დასკვნაში მითითებულ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის ხანდაზმულობას და დასკვნით დადგენილ სხვა გარემოებებს.

გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
ვინ ცდილობდა შაქარაშვილის საქმის ერთადერთი ვიდეო-მტკიცებულების გაყიდვას – ახალი დეტალები

ბიურო აღნიშნავს, რომ ბიუროს ექსპერტმა 22 ივნისს, საგამოძიებო ორგანოს მოთხოვნით და მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილეობა მიიღო გიორგი შაქარაშვილის გვამის დათვალიერებაში მისი აღმოჩენის ადგილზე.

განმარტებაში ნათქვამია, რომ ექსპერტმა ჩაატარა გვამის გარეგნული დათვალიერება და, სხვა ცვლილებებთან ერთად, დაადგინა სხეულზე არსებული სიკვდილის შემდგომი ცვლილება, კერძოდ, „გვამური გაშეშება“, და დაადგინა, რომ ის გამოხატული იყო სხეულის ყველა ჯგუფის კუნთებში.

რამდენიმე საათში ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ჩატარდა გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის ფარგლებში, სხვა ცვლილებებთან ერთად, ხელმეორედ შეფასდა გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული სიკვდილის შემდგომი ცვლილება, კერძოდ, „გვამური გაშეშება“ და დადგინდა, რომ „გვამური გაშეშება“ ექსპერტიზის ჩატარების მომენტში უკვე მოხსნილი იყო, ნათქვამია განცხადებაში.

ბიურო ამაში ვერანაირ შეუსაბამობას ვერ ხედავს და დასამტკიცებლად მოჰყავს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სახელმძღვანელო და ექიმ–პათოლოგანატომის თეიმურაზ გორდელაძის ციტატა: „გვამური გაშეშების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და პირველი დღე-ღამის ბოლოს ყველა ჯგუფის კუნთს მოიცავს. ასეთ მდგომარეობაში კუნთი იმყოფება საშუალოდ 1-2 დღე, რის შემდეგაც თანდათანობით იწყება გვამური გაშეშების მოხსნა ე.ი. კუნთების მოდუნება. გაშეშების მოხსნა, ისე, როგორც მისი განვითარება, დიდად არის დამოკიდებული გარემოს ტემპერატურაზე. მაგალითად, ოთახის ტემპერატურის პირობებში კუნთების მოდუნება ჩვეულებრივ ორი დღე-ღამის დასასრულს ან მესამე დღე-ღამის დასაწყისში ვითარდება. დაბალი ტემპერატურის დროს კი გაშეშება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაშია შენარჩუნებული“.

რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, რომლებიც აგრეთვე გახდა არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საგანი, ბიურო მათ დეტალურად არ შეეხო, რადგან აღნიშნული მოიცავს დიდი ოდენობით სპეციფიკურ განმარტებებს და მნიშვნელოვნად სცდება ერთი საჯარო განცხადების ფორმატს.

თუმცა, ძალიან მაღალი ინტერესის გამო ექსპერტებმა ასევე განმარტეს ძვლების მოტეხილობის, მათ შორის ქალა-ფუძის მოტეხილობის საკითხები.

„განვმარტავთ, რომ თვალბუდეების მიდამოში სისხლნაჟღენთების არსებობა ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს ქალა-ფუძის მოტეხილობას. ექსპერტიზის დროს მოხდა თავის ქალას ძვლების უშუალოდ ვიზუალური, დეტალური დათვალიერება, რის საფუძველზეც კატეგორიულად დადგინდა ქალა-ფუძის მოტეხილობის არარსებობა. რენტგენოლოგიური გამოკვლევა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიზუალურად ვერ ხერხდება უშუალოდ უბნის დათვალიერება“.

 სამაშველო ოპერაცია - Sputnik საქართველო
„შაქარაშვილი ორი დღე ცოცხალი იყო და წყალში ჩააგდეს“ – ექსპერტის სკანდალური დასკვნა

დასასრულს, ექსპერტიზის ბიურო საზოგადოებას მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ, რომ სასამართლო ექსპერტიზა არის მეცნიერების დარგი და საჭიროებს სპეციალურ ცოდნას და შესაბამის გამოცდილებას.

„ამდენად, გარწმუნებთ, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ექსპერტები აკეთებენ მაქსიმუმს, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ დასმულ კითხვებს ზუსტი, კვალიფიციური პასუხები“.

შაქარაშვილის საქმე

18 ივნისს მცხეთის ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება იყო, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რომელსაც გიორგი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ახალგაზრდა გაერიდა. აგარაკზე დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ დასახმარებლად თბილისიდან მოიხმო მეგობრების ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით რამდენიმე მანქანით წავიდნენ.

სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე თბილისისკენ ფეხით მიმავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფი ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოახერხა. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას დაიკარგა.გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სამი მუხლით მიმდინარეობდა: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, ნათქვამია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, თუმცა იქვე მითითებულია, რომ გარდაცვლილს ბლაგვი-მკვრივი საგნით სიცოცხლეშივე მიყენებული აქვს მრავლობითი დაზიანებები.

ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

ამჟამად საქმე უკვე 21 ტომს მოიცავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური