მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკრაინაში ავტობუსის მძევლად აყვანა: ტერორისტი ჩაბარდა, მძევლები თავისუფლები არიან

© photo: Sputnik / Ruptly / გადასვლა მედიაბანკშიავტობუსის მძევლად აყვანა ლუცკში
ავტობუსის მძევლად აყვანა ლუცკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცს, რომელმაც ავტობუსში 13 ადამიანი მძევლად აიყვანა, პირადად ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი

თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. ტერორისტმა, რომელმაც მძევლად აიყვანა ადამიანებით სავსე ავტობუსი უკრაინის ქალაქ ლუცკში, ყველა მძევალი გაათავისუფლა და პოლიციას ჩაბარდა.

„ლუცკ. ყველა ცოცხალია!“ - დაწერა Twitter-ის თავის გვერდზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა.

ავაკოვმა ასევე განათავსა Twitter-ში ვიდეო, სადაც მძევლების გათავისუფლების პროცესია აღბეჭდილი.

მანამდე ტერორისტმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ დათანხმდა სამი პირის - ბავშვის, ორსული გოგონას და ხანდაზმული ქალის გათავისუფლებაზე. ამასთან სახელმწიფოს მეთაურმა შეასრულა ბოროტმოქმედის ერთ-ერთი პირობა - თავის Facebook-გვერდზე განათავსა ვიდეო, სადაც ხალხს მიმართავს მოწოდებით უყურონ ფილმს „დედამიწელები“ (ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის შესახებ).

როგორც ცნობილია, ტერორისტს თან ჰქონდა საბრძოლო პისტოლეტი, ავტომატი და ხელყუმბარა. სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობა გამნაღმელებმა ვერ იპოვეს. პოლიციამ უკვე განაცხადა, რომ ცნობილია მამაკაცის თანამზრახველების ვინაობა, ისინი დააკავეს და მათთან გამომძიებლები მუშაობენ.

სამართალდამცველების თქმით, 13 მძევლიდან არცერთი არ დაშავებულა, ისინი მედიკოსების დაკვირვების ქვეშ არიან.

ავტობუსის მძევლად აყვანა

სამშაბათს ლუცკში მამაკაცმა მძევლად აიყვანა ადამიანებით სავსე ავტობუსი, მას თან ჰქონდა ასაფეთქებელი და იარაღი. ოლქში შემუშავდა ოპერატიული გეგმა „მძევალი“. ოლქის ეროვნული პოლიციის უფროსმა იური კროშკოს თქმით, ბოროტმოქმედი ზოგად მოთხოვნებს აყენებდა და სისტემით უკმაყოფილებას გამოთქვამდა.

უკრაინის შსს-ს მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, რომ ბოროტმოქმედმა პოლიციაში თვითონ დარეკა და სამართალდამცველებს გაეცნო, როგორც „მაქსიმ პლოხოი“ (Максим Плохой). მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს არის რუსეთის მკვიდრი მაქსიმ კრივოში, რომელიც მძიმე დანაშაულისთვის ორჯერ არის ნასამართლევი. თავდამსხმელმა განაცხადა, რომ ქალაქის ხალხმრავალ ადგილას დამონტაჟებულია კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციური მართვით, რომელსაც შტურმის შემთხვევაში ავტობუსთან ერთად ააფეთქებდა.

სამართალდამცველებმა საქმე აღძრეს მუხლით „მძევლების აყვანა“, რომელიც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0