სეზონური დასაქმება სამშობლოში: მთავრობის ახალი შეთავაზება უმუშევრად დარჩენილთათვის

© photo: Sputnik / Stringerატამი
ატამი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სეზონურ სამუშაოზე მეზობელ თურქეთში იყო დასაქმებული, მაგრამ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ჩაკეტილი საზღვრის გამო ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობას შეუძლია მოქალაქეებს მეზობელ ქვეყნებში სეზონური დასაქმების ნაცვლად სამუშაო ადგილები ქვეყანაშივე შესთავაზოს, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე.

დავითაშვილის თქმით, სეზონური მუშახელის აუცილებლობა ადგილობრივ სოფლის მეურნეობაშიც გაჩნდა.

თბილისი - Sputnik საქართველო
ლევან დავითაშვილი: საქართველოში სასურსათო პროდუქტები გაიაფდება

„ჩვენ ვხედავთ, რომ დარგი ახალი სამუშაო ადგილების გენერირებას ახდენს და ეს განსაკუთრებით აქტუალურია კახეთის რეგიონისთვის, სადაც სეზონური დასაქმების შესაძლებლობებია. ვხედავთ, რომ იქ ძალიან ინტენსიურად და წარმატებით მიმდინარეობს სხვადასხვა ხილის კულტურების დაბინავება. იქ ახლა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 2 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. შემდეგ კი კახეთში რთველი დაიწყება", – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, კახეთის კვალდაკვალ სეზონური მუშახელი საჭირო იქნება შიდა ქართლშიც, ასევე დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავლის აღების დროს.

„მეზობელ ქვეყნებში სეზონური დასაქმება, რომელიც ჩვენს მოსახლეობაში ძალიან პოპულარული იყო, შეიძლება მნიშვნელოვანწილად ჩავანაცვლოთ საქართველოში შეთავაზებული სამუშაო ადგილებით. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სოფლის მეურნეობაში ბოლო წლებში მიმდინარე ტენდენციები საკმაოდ გაზრდილია. ყოველივე ეს კი ჩვენ უფრო მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას გვაძლევს", – განაცხადა დავითაშვილმა.

საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სეზონურ სამუშაოზე მეზობელ თურქეთში იყო დასაქმებული, მაგრამ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ჩაკეტილი საზღვრის გამო ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ. საზოგადოების ამ ნაწილმა საზღვრის გახსნის მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გამართა.

ყველა ახალი ამბავი
0