ჩახედეთ ინსტრუქციას: დაასახელეს პრეპარატები, რომლებიც მზით დამწვრობას უწყობს ხელს

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიგოგონები პლაჟზე
გოგონები პლაჟზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ პლაჟზე დასვენებას აპირებთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ თურმე არსებობს ისეთი პრეპარატები, რომელთა მიღებაც დამწვრობას უწყობს ხელს.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ბევრმა სამკურნალო პრეპარატმა, მათ შორის, ფართოდ გავრცელებულებმა, შესაძლოა პლაჟებზე დასვენება სახიფათოდ აქციოს ფოტოსენსიბილიზაციის გამო, მარტივად რომ ვთქვათ, მათ შეუძლიათ გაზარდონ კანის მგრძნობელობა მზის სხივებისადმი, აცხადებენ სპეციალისტები.

რუჯის მიღება - Sputnik საქართველო
მზით დამწვრობა: დაზიანებული კანის მოვლის უპირველესი წესი პროფესორისგან

მაგალითად, უმაღლესი კატეგორიის ექიმი–თერაპევტი და ტოქსიკოლოგი ალექსეი ვოდოვოზოვი განმარტავს, რომ ფოტოსენსიბილიზაციის გამომწვევი პრეპარატები ორგანიზმში ორი ტიპის რეაქციას წამოშობს – ფოტოტოქსიკურსა და ფოტოალერგიულს.

ფოტოტოქსიკური რეაქციის დროს წამლის მოლეკულები შთანთქავს ულტრაიისფერი სხივების ენერგიას და ნაწილებად იხლიჩება. შედეგად წარმოიქმნება ჟანგბადის სხვადასხვა აქტიური ფორმები (ატომური ჟანგბადი, წყალბადის ზეჟანგი და ა.შ.), რომლებიც აზიანებს კანს. ანუ ადამიანი დამწვრობას იღებს მზის თითქოსდა უმნიშვნელო დოზის გამოც კი, წარმოიქმნება ბუშტუკები და წყლულები.

ფოტოალერგიული რეაქციის შემთხვევაში ფოტოსენსიბილიზაციის გამომწვევი პრეპარატი ადამიანის ერთ-ერთ ცილას უკავშირდება და შედეგად – ჩვეული და ნორმალური ცილა ალერგენად გარდაიქმნება. კანზე ჩნდება გამონაყარი — თანაც, არა მარტო რუჯის ადგილებში, არამედ მთელ სხეულზე. ეს იმიტომ, რომ ამ დროს საქმეში მთელი იმუნური სისტემაა ჩართული. გამონაყარს შეიძლება ახლდეს გულისრევა, თავის ტკივილი და ტაქიკარდია (ხშირი პულსი).

მზით დამწვრობა ბავშვებში: პირველი დახმარება და პროფილაქტიკა>>
ირკვევა, რომ ფოტოსენსიბილური ზემოქმედების მქონე პრეპარატები იმდენად ბევრია, რომ ყველა მათგანის დასახელება შეუძლებელიც კია. თუმცა ქვემოთ მცირე ჩამონათვალს მაინც გაგაცნობით.
ესენია:

  • ტკივილგამაყუჩებლები — იბუპროფენი, ასპირინი, პიროქსიკამი, დიკლოფენაკი;
  • ანტიბიოტიკები — ტეტრაციკლინების, ქინოლონებისა და ფტორქინოლონების ჯგუფებიდან;
  • ანტიალერგიული პრეპარატები — პრომეტაზინის, ცეტირიზინისა და დიფენჰიდრამინის ბაზაზე;
  • შარდმდენი პრეპარატები — ფუროსემიდისა და ჰიდროქლოროტიზიადის ბაზაზე;
  • ჰიპერტონიის სამკურნალო პრეპარატები — ჰიდროქლოროტიზიადის ან დილტიაზემის ბაზაზე;
  • პრეპარატები და „ბადები“ — მცენარე კრაზანასა და ვიტამინ В3-ის ბაზაზე;
  • ზოგი ორალური კონტრაცეპტივი — ესტროგენის ბაზაზე;
  • გულის სამკურნალო პრეპარატები — ამიოდარონი, ნიფედიპინი, ქინიდინი, დილტიაზემი;
  • დიაბეტის საწინააღმდეგო ზოგი საშუალება;
  • კანის საშუალებები — იზოტრეტინოინო, აციტრეტინი;
  • ფსიქოტროპული პრეპარატები — ფენოტიაზინი, ტრიციკლინური ანტიდეპრესანტები, იმიპრამინი.

გარდა პრეპარატებისა, თუ გარუჯვას აპირებთ, თავი უნდა შეიკავოთ ისეთი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებისგან, რომელთა შემადგენლობაში შედის AHA-მჟავები, სალიცილის მჟავა, თუთია და ასევე ევკალიპტისა და ლავანდის ზეთები.

დაიმახსოვრეთ: თუ რომელიმე პრეპარატს უკვე იღებთ ან აპირებთ მიიღოთ, არ დაიზაროთ, აუცილებლად ჩახედეთ ინსტრუქციას — იქ აუცილებლად იქნება მითითებული, ახასიათებს თუ არა მას ფოტოსენსიბილური თვისებები!
ყველა ახალი ამბავი
0