თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. სახელმწიფოების მიერ დაწესებულ საკარანტინო ზომებს თავისთავად არ შეუძლია სრულად შეაჩეროს კორონავირუსის გავრცელება, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიაზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.
Media briefing on #COVID19 with @DrTedros https://t.co/iDGtd8PrM5
— World Health Organization (WHO) (@WHO) July 20, 2020
მისი თქმით, კარანტინი მხოლოდ ანელებს ინფექციის გადაცემას, ხოლო ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტებად კვლავ ინფიცირებულთა გამოვლენა და კონტაქტების იზოლაცია რჩება.
- „არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია გააკონტროლოს თავისი ეპიდემია, თუ ვირუსის ადგილმდებარეობა არ ეცოდინება“, — განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.
"As we have said many times, so-called lockdown measures can help to reduce #COVID19 transmission, but they cannot completely stop it. Contact tracing is essential for finding and isolating cases and identifying and quarantining their contacts"-@DrTedros
— World Health Organization (WHO) (@WHO) July 20, 2020
გებრეიესუსმა ხაზი გაუსვა იმ მობილური დანართების მნიშვნელობას, რომლებიც პოტენციური ინფიცირებულების გამოვლენისთვისაა შექმნილი. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ვირუსის გადაცემის ჯაჭვის დასარღვევად ვერაფერი შეცვლის მომზადებულ მუშაკებს, რომლებიც „კარდაკარ დადიან“ დაავადებულებისა და მათი საკონტაქტო პირების დასადგენად.
მასობრივი ვაქცინაცია COVID-19-ზე: ჯანმო ახალ პროგნოზს აქვეყნებს>>
გებრეიესუსი დარწმუნებულია, რომ კონტაქტების ძიება-გამოვლენა თითოეული ქვეყნისთვის ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, ვინაიდან სწორედ ამით შეიძლება ხელის შეეშალოს ცალკეული შემთხვევების კლასტერებად ჩამოყალიბებას, რაც შემდგომში „მთელ საზოგადოებაზე ვრცელდება“.