არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

© photo: GEO STALK / FBთოჯინა მიტოვებულ შენობაში
თოჯინა მიტოვებულ შენობაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდების მხარემ შეძლო იმის დამტკიცება, რომ ბრალდებულმა ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა

თბილისი, 21 ივლისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეონა ცხომელიძე - Sputnik საქართველო
„პედოფილების ქვეყანა ვართ! ავადმყოფების!..“ – „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი მშობლებს მიმართავს

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 2019 წლის 17 დეკემბერს არასრულწლოვანი  გააუპატიურა. მამაკაცი თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

დაკავებულს ბრალი საქართველოს სსკ-ის  137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, უწყება არ აკონკრეტებს მსხვერპლის სქესსა და ასაკს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

ყველა ახალი ამბავი
0