ვინ არის საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტი

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება მცხეთაში
სასწრაფო დახმარება მცხეთაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პაციენტის ჰქონდა ქრონიკული დაავადებები, მათ შორის თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, 3-4 წლის განმავლობაში იტარებდა ჰემოდიალიზის სეანსებს

თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საქართველოში 20 ივლისს კორონავირუსით ინფიცირებული მე-16 პაციენტი გარდაიცვალა - 72 წლის მამაკაცს თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, რომლებმაც გართულებები გამოიწვია.

პაციენტი მცხეთის კლინიკაში 16 ივლისიდან მკურნალობდა.

„გარდაცვალების მიზეზი გახდა კორონავირუსული ინფექცია, დაავადება, რომელიც პაციენტს 15 ივლისს დაუდასტურდა. ჩვენთან გადმოიყვანეს 16 ივლისს, გამთენიისას, ინგოროყვას კლინიკიდან, სადაც ის იტარებდა გეგმურ ჰემოდიალიზს“, - განაცხადა პირველი არხის ეთერში კლინიკის დირექტორმა ლიკა მუმლაძემ.
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
ტიკარაძე: საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღის რისკი არ არის

პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე მძიმე იყო და დინამიკაში გაუარესდა, აღნიშნეს კლინიკაში.

პაციენტის ჰქონდა ქრონიკული დაავადებები – თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, 3-4 წლის განმავლობაში იტარებდა ჰემოდიალიზის სეანსებს, ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა, რევმატოიდული ართრიტი, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.

„რა თქმა უნდა, პროგნოზულად ეს პაციენტი იყო მძიმე. ზოგადად, თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტების მართვა რთულია“, – განაცხადა ლიკა მუმლაძემ.

აღნიშნული პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ის 1039 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულებს დაემატა ერთი პაციენტი - ახლა მათი რაოდენობაა 900. გარდაიცვალა 16 ადამიანი.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5534, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 267 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0