თბილისში მეცხრე სართულიდან ქალი გადმოვარდა – რას ჰყვებიან მეზობლები

© photo: Sputnik / Stringerარ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი
არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა, მეზობლების თქმით, ქალი აივანზე სარეცხს ფენდა, რა დროსაც გადმოვარდა.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. თბილისში, იოსელიანის ქუჩაზე ქალი საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.

ტელეკომპანია Rustavi2-ის ინფორმაციით, შემთხვევა ორშაბათს, დილით მოხდა.

მეზობლების თქმით, ქალი აივანზე სარეცხს ფენდა, რა დროსაც გადმოვარდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0