თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქვემო ქართლის პროკურატურასთან ერთად ალგეთის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და ამავე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად.
მეტი დეტალი აღნიშნულ საქმეზე ჯერჯერობით არ ვრცელდება.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სსკ-ის 332-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ჯარიმას ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.