Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

მოულოდნელი გადაწყვეტილება და გაოგნებული ნინი ბადურაშვილი – პატარა ელენემ ტორტში თავი ჩაყო

© courtesy of Nini Badurashviliნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უსაყვარლესი ვიდეო ნინი ბადურაშვილმა ქალიშვილის დაბადების დღიდან გამოაქვეყნა. გოგონას 7 წელი შეუსრულდა. ნახეთ ელენეს სასაცილო ვიდეო დაბადების დღის წვეულებიდან.

ნინი ბადურაშვილმა ელენეს დაუვიწყარი დღესასწაული მოუწყო. მომღერალმა ქალიშვილის მეგობრები მცხეთის აგარაკზე მიიწვია. ელენე კუტალაძე 7 წლის გახდა. მხიარული წვეულების დროს გოგონა იმდენად აღფრთოვანდა, რომ უცნაურ გადაწყვეტილებამდე მივიდა. იუბილარმა საკუთარი ნებით საყვარელი მულტფილმის პერსონაჟის სტილში შესრულებულ ტორტში თავი ჩაყო. ამ მოქმედებას არტისტი დედის გაოცება მოჰყვა. პატარა ელენეს დღე შედგა. 7 წლის გოგონამ უამრავი მილოცვა და მოგონება დაიტოვა. აღნიშნული ვიდეო მსახიობმა ბებიამ ეკა კახიანმა გამოაქვეყნა. ნინი ბადურაშვილის ქალიშვილს შეუდარებელი კაბა ემოსა. იხილეთ უსაყვარლესი ვიდეო.

ნინის სკანდალები არ უყვარს, მიუხედავად ამისა მის გარშემო კეთილი და ბოროტი ჭორები ვრცელდება. მომღერალი აღნიშნავს, რომ ჭორებზე საუბარს თავს არიდებს, თუმცა ბოლო დროს სოციალურ ქსელში ხმამაღალი განცხადებებისა და ჭორების ჩასაწყნარებლად რამდენიმე განცხადება გაავრცელა. მის გარშემო გავრცელებული ხმები ხშირ შემთხვევაში ახალ პარტნიორს ან გათხოვებას ეხება. როგორც ჩანს, მომღერალი ამ თემის განხილვით ღიზიანდება და კომენტარისგან თავს ვერ იკავებს. აღსანიშნავია, რომ ნინი ბადურაშვილი, თაყვანისმცემლებისა და ოჯახის წევრების დიდი მოლოდინის შემდეგ, 2012 წელს დაოჯახდა. მისი რჩეული ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე გახდა. ამ ქორწინებიდან ნინის ქალიშვილი ელენე ჰყავს. ნინიმ ცხოვრების რთული ეტაპი კარიერისა და მუსიკის მეშვეობით გადალახა. მისი წარმატება დიდი შრომის ფასად შედგა.

View this post on Instagram

💖💖💖 @ninibadurashvili

A post shared by Eka Kakhiani (@ekakakhiani) on

ნინის ერთადერთი შვილი ელენე უკვე 7 წლისაა. ბადურაშვილების ოჯახმა გოგონა სკოლაში მიიყვანა. საკმარისია პოპულარულმა მომღერალმა შვილის ახალი ფოტოები გამოაქვეყნოს და ელენეს განხილვა არ წყდება. სკოლის მოსწავლე და პოპულარული დედის შვილი, როგორც ჩანს, სწავლისთვის მოწადინებულია. ამის შესახებ „იმედის დილის“ ერთ-ერთ გადაცემაში მომღერალმა თავად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ელენეს სწავლა არ უჭირს. პოზიტიურმა გოგონამ უკანასკნელი ვიდეოთი სოციალური ქსელი დაიპყრო.

View this post on Instagram

❤️❤️ @ninibadurashvili

A post shared by Eka Kakhiani (@ekakakhiani) on

ნინი ბადურაშვილი ქმარს 2013 წელს, ქორწინებიდან ოთხ თვეში დაშორდა. მას შემდეგ, რაც ელენე გაიზარდა, როგორც ჩანს, წყვილს შორის ურთიერთობა დასტაბილურდა. ეს მომღერალმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუშიც აღნიშნა და განაცხადა, რომ მშობლების უთანხმოება შვილზე არ უნდა მოქმედებდეს, რომ მათი ურთიერთობა დასტაბილურდა, ირაკლი კარგი მამაა, ხშირად მიჰყავს ელენე მოსკოვში, ასევე დუბაიში, თავის ოჯახთან ერთად, თით­ქმის 3 წელია,­ ახალი ოჯახი ჰყავს – მეუღლე, შვილი და ელენეც ამ ახალ წელს მამასთან შეხვდა.

ყველა ახალი ამბავი
0