მაქსიმუმ 100 კაცი - საქართველოში ნებადართულია ღონისძიებების გამართვა ღია სივრცეში

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქორწილო წყვილი
საქორწილო წყვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქორწილები, იუბილეები, კორპორატივები დღეიდან ნებადართულია, მაგრამ იმ პირობით, რომ ისინი ღია სივრცეში ჩატარდება, სტუმრების რაოდენობა კი 100 ადამიანს არ გადააჭარბებს

თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 20 ივლისიდან ნებადართულია რიტუალური ღონისძიებების გამართვა ღია ცის ქვეშ, მაგრამ ერთი პირობით - დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანს არ უნდა აღემატებოდეს.

ფიტნეს–ცენტრებისა და აუზების ნაწილი დახურულია: ვინ და რატომ ვერ გაიარა შემოწმება >>

კერძოდ, ნებადართულია ქორწილები, იუბილეები, კორპორატივები, რიტუალური ღონისძიებები და სხვ. საკოორდინაციო საბჭომ გასულ კვირას დაუშვა კულტურული ღონისძიებების ჩატარება ღია სივრცეში, ასევე შესაძლებელი გახდა დახურულ სივრცეებში რეპეტიციების ჩატარება ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის დაცვით.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნაზე ეტაპობრივად მიიღებს“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

დღეს ბათუმში სარიტუალო დარბაზების მფლობელებმა და თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, პანდემიის გამო ყველაზე მეტად სწორედ ისინი დაზარალდნენ, ვინაიდან უკვე ხუთი თვეა ვეღარ მუშაობენ. საუბარია ასევე დიზაინერებზე, მუსიკოსებზე, სილამაზის სალონების თანამშრომლებზე, ვისი საქმიანობაც პირდაპირ უკავშირდება სარიტუალო და საქორწილო ღონისძიებების ჩატარებას. აქციის მონაწილეებმა მთავრობას მისცეს ვადა 1 აგვისტომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.

მარტში პანდემიის გამო საქართველოში აიკრძალა ქელეხების, ქორწილების და სხვა ღონისძიებების გადახდა, რომლებიც საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანების თავშეყრას ითვალისწინებს. ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ხელისუფლების მოწოდების მიუხედავად, მოქალაქეთა ნაწილი მაინც განაგრძობდა ხალხმრავალი ღონისძიებების გამართვას, რაც კორონავირუსის გავრცელების რისკს ზრდიდა.

ყველა ახალი ამბავი
0