Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩიკა“ საკუთარ შოუს წაიყვანს – ნახეთ რა არაორდინარული სახელი ჰქვია გადაცემას

© Facebook / Ana Chiradzeანი ჩირაძე
ანი ჩირაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი მსახიობი ანა ჩირაძე საზოგადოების გაოცებას არ წყვეტს. ამჯერად მსახიობმა ტელეწამყვანის როლი მოირგო.

თბილისი, 20 ივლისის — Sputnik. მსახიობი ანი ჩირაძე, რომელიც საზოგადოებამ პოპულარულ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ „ჩიკას“ როლით გაიცნო, ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გადაცემას წაიყვანს.

„გურანდა მეძმარიაშვილის შოუ“ – ასე ჰქვია გადაცემას, რომლის პრემიერაც კვირას, 19 ივლისს უკვე შედგა და მან მაყურებელთა ყურადღება მიიპყრო. ხანგრძლივი მონოლოგის შემდეგ, სადაც მსახიობი „ჩიკას“ როლში იყო, გადაცემაში სტუმრის დროც დადგა – პირველ გადაცემაში მისი სტუმარი ოპოზიციონერი დეპუტატი ელენე ხოშტარია იყო.

View this post on Instagram

A post shared by Anna Chiradze (@annachiradze__) on

ანა ჩირაძე განსაკუთრებით პოპულარული შეფ კონსტანტინეზე დაქორწინების შემდეგ გახდა. ის და კონსტანტინე თედელური სხვადასხვა პროფესიებში მომუშავე საინტერესო პერსონები არიან. ვიზუალითა და მანერით გამორჩეულები და ამავდროულად მსგავსნი, დიდ ყურადღებას იქცევენ და მაღალი რეიტინგით წამყვან არხებს ფინანსურ მოგებას ჰმატებენ. არაორდინარულები და ამავდროულად უბრალოები დიდი პოპულარობით გამოირჩევიან. მათი რეალური ცხოვრება მათივე პერსონაჟებისგან განსხვავდება.

View this post on Instagram

A post shared by Anna Chiradze (@annachiradze__) on

ანა ჩირაძისა და კონსტანტინე თედელურის თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის რეზიდენციაში დაიწყო და განვითარდა. როგორც მედიასაშულებები იუწყებიან, ანა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა, რა დროსაც კონსტანტინე შეფ-მზარეულის რანგში გამოჩნდა. ორივე მათგანი მანამდე დაოჯახებული იყო და შვილებიც ჰყავდათ.

View this post on Instagram

#ერთმანეთისთვისდარჩითსახლში

A post shared by Anna Chiradze (@annachiradze__) on

წყვილი გასული ზაფხულის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობდა. მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ ყოფნამ მათი ურთიერთობა ოფიციალურ ჭრილში გადაიყვანა. ანა ჩირაძემ და კონსტანტინე თედელურმა ხელი კახეთში მოაწერეს. მოულოდნელ გადაწყვეტილებას ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყო ცნობილი ქართველი სცენარისტი და „ჩემი ცოლის დაქალების“ მამოძრავებელი ძალა ქეთი დევდარიანი. მეგობრები ანას და კონსტანტინეს დაწყებულ ახალ ურთიერთობას დიდი სიხარულით შეეგებნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0