ისუნთქეთ და უყურეთ: კინოდარბაზი ავტომობილებისთვის და სპექტაკლი ღია ცის ქვეშ

გამოწერა
საქართველოს ხელოვნებისა და გართობის სფეროს წარმომადგენლებმა გამოსავალს მიაგნეს და შეზღუდვების პრობლემა კრეატიულად გადაჭრეს.

კორონავირუსის პანდემიამ „ჰაერი გადაუკეტა“ ხელოვნებისა და გართობის სფეროს, ვინაიდან ქვეყანაში ყველა კულტურული დაწესებულება დაიხურა. მაგრამ ნებისმიერი გამოწვევა აიძულებს ადამიანს, საკითხს შემოქმედებითად მიუდგეს და ალტერნატიული გზა იპოვოს ხალხისთვის სულიერი საზრდოს მისაწოდებლად. სწორედ ასე გაჩნდა იდეა ღია ცის ქვეშ კინოჩვენებებისა და თეატრალური წარმოდგენების გამართვის შესახებ.

შესაძლოა სცენის ჩვეული მაგია და კინოდარბაზის ატმოსფერო გაშლილ სივრცეში ცოტა დაიკარგოს, მაგრამ ამას თავისი პლუსები მაინც აქვს: სუფთა ჰაერი, ახალი შეგრძნებები და, რაც მთავარია, კარანტინის გარეშე ზიარება ხელოვნებასთან.

ყველა ახალი ამბავი
0