ქართველმა სუმოისტმა ივლისის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

© AFP 2024 / BEHROUZ MEHRIქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი
ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ბაშო ქალაქ ნაგოიას ნაცვლად ტოკიოში იმართება

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ოთხთვიანი პაუზის შემდეგ საბრძოლო ხალიჩას დაუბრუნდა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინმა, რომელიც დასავლეთის მე-11 მაეგაშირას რანგში იმყოფება, ივლისის ბაშოზე შეხვედრა გამართა აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა სიმანოუმისთან. იორიკირის ილეთით ტოჩინოშინმა მეტოქე მოედნის (დოჰიოს) ფარგლებს გარეთ დატოვა.

აღსანიშნავია, რომ მეტოქეები ადრე ერთმანეთს არასდროს არ შეხვედრილან.

მომდევნო შეხვედრას ტოჩინოშინი 33 წლის სუმოისტ კაისეისთან გამართავს, რომელიც აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირაა. მებრძოლებს შორის პირადი შეხვედრების ანგარიში არის 12:7 ქართველი გოლიათის სასარგებლოდ.

მეორე ქართველი სუმოისტი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) ივლისის ტურნირს ტრავმის გამო გამოეთიშა.

ტურნირი 2 აგვისტოს დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ბაშო ქალაქ ნაგოიას ნაცვლად ტოკიოში იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0