„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატების სია დაამტკიცა

© photo: Sputnik„ქართული ოცნების“ ოფისი
„ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტია წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებს იმით, რომ ორშაბათს, 20 ივლისს 30 ერთმანდატიან ოლქში კანდიდატებს წარადგენს.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში დასრულდა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატების სია დამტკიცდა, ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის განცხადებაში.

პოლიტსაბჭომ მთელი საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარობის კანდიდატების სია დაამტკიცა. როგორც პარტიაში აცხადებენ, საზოგადოებრიობას სიას ხვალ წარუდგენენ.

„ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს: გეგმები და პერსპექტივები

პოლიტსაბჭოს სხდომას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი კახა კალაძე, პარლამენტის სპიკერი არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერში გაიმართება. „ქართული ოცნებისთვის“ ეს მესამე არჩევნები იქნება.

მმართველი პარტია წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებს იმით, რომ ორშაბათს, 20 ივლისს 30 ერთმანდატიან ოლქში კანდიდატებს წარადგენს.

„ცოტა ხანს დაველოდოთ“ - გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა >>

პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში 150-დან 120 ადგილი გადანაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებიც ამომრჩეველთა 1%-ზე მეტ ხმას მოიპოვებენ, ან იმ ბლოკებს შორის, რომლებიც ხმების არანაკლებ იმდენი პროცენტის მიღებას შეძლებენ, რამდენი პოლიტიკური სუბიექტიც შედის ამ ბლოკში. დანარჩენ ადგილებს 30 ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებული კანდიდატები მიიღებენ.

ყველა ახალი ამბავი
0