მესტიაში 13 წლის ბიჭს ეძებენ - ფოტო

© photo: Sputnik / Nika Latariaპოლიცია მესტიაში
პოლიცია მესტიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოზარდი ბოლოს სოფელ ლენჯერში პარასკევს ნახეს და მას მერე ის სახლში არ დაბრუნებულა. ძებნაში ჩართულია დრონები

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში 13 წლის ილია ფილფანს ეძებენ, იუწყება პირველი არხი.

ოჯახის ინფორმაციით, ბიჭი სახლიდან პარასკევს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ახლობლების თქმით, ის ველოსიპედით გავიდა.

დილიდან სამუშაოებში ჩართულია 20-მდე მაშველი, ძებნა დრონების მეშვეობითაც მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0