COVID-19 საქართველოში: ახალი შემთხვევების წყაროები ცნობილია

გამოწერა
იმ პაციენტების მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ, განსაკუთრებით მძიმედ არ ფასდება

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ექვსი ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირია, ხოლო ოთხი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ხანდაზმული მამაკაცი ქუჩაში ტაქსს აჩერებს - Sputnik საქართველო
ევროკავშირის კვლევა: საქართველოში ფიქრობენ, რომ კორონავირუსის სამკურნალო წამალი არსებობს

მისი განცხადებით, სატვირთო ავტომობილის მძღოლები საკარანტინო სივრცეებში იმყოფებოდნენ.

„ბოლო 24 საათში ათი ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. აქედან ექვსი გახლავთ ინფიცირებულებთან კონტაქტირებული პირები, რომლებიც ყველა იდენტიფიცირებულია და გადაყვანილია სამკურნალო დაწესებულებებში, ხოლო ოთხი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომლებიც იმყოფებოდნენ საკარანტინო სივრცეებში. სატვირთო ავტომანქანის მძღოლებიდან ორი არის საქართველოს მოქალაქე, ორი კი უცხო ქვეყნის“, – განაცხადა გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში.

რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, გამყრელიძის განცხადებით, არცერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმედ არ ფასდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ათით გაიზარდა და 1028-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 899 ადამიანი, გარდაცვლილია – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5627, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 228 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0