თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. გრიგოლეთში ზღვის ძლიერი ღელვის შედეგად დანაგვიანებული სანაპირო ზოლი „კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა ურნები.
„სანაპირო ზოლის დასუფთავება სისტემატურად ხდება და ეს აქცია ერთჯერადი არაა. გუშინ დილით ეს ზოლი მთლინად დასუფთავდა, მაგრამ საღამოს, ცუდმა ამინდმა და ღელვამ ისევ გამოიწვია დაბინძურება. არც ერთ დამსვენებელს დისკომფორტი არ შეექმნება. სანაპირო ზოლი დასუფთავებული იქნება“, - განაცხადა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.
დამსვენებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, საკურორტო ზონაში დასუფთავების სამუშაოები მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.